რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოსკოვის დროით დილის 10 საათიდან უკრაინაში “დუმილის რეჟიმი” გამოაცხადა – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსული ბიურო ავრცელებს.
თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამიერიდან, უკრაინელებთან შეთანხმებით, ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნება ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით ალყაშემორტყმულ ქალაქებში – მარიუპოლსა და ვოლნოვახაში.
მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო ამბობს, რომ ჰუმანიტარული დერეფანი საშუალებას იძლევა, ქალაქი უზრუნველყონ საკვებითა და მედიკამენტებით.
“ეს საშუალებას მოგვცემს, დაიწყოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა – ელექტროენერგია, წყალი და მობილური კომუნიკაციები. ასევე, შესაძლებელი იქნება მარიუპოლის უზრუნველყოფა აუცილებელი საკვებითა და მედიკამენტებით”, – განაცხადა მერმა