უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვთან კონტრშეტევა დაიწყეს. მათივე ინფორმაციით, უკრაინელების შეტევასთან ერთად, რუსები საკუთარ პოზიციებს ტოვებენ.
„ეს შესაძლებელი გახდა უკრაინელი ხალხის უძლეველობის, რუსების გაწვრთნილი რეზერვების არარსებობისა და საოკუპაციო ჯარების დემორალიზების გამო”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც Facebook-ზე ვრცელდება.