რუსული დამოუკიდებელი არხის, „დოჟდის“ ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს

საქართველოში რუსული დამოუკიდებელი არხის, „დოჟდის“ ჟურნალისტი არ შემოუშვეს. ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

თავად ჟურნალისტი კომენტარისგან თავს იკავებს რუსეთში ჟურნალისტების მიმართ მომეტებული საფრთხის გამო.

შეგახსენებთ, „დოჟდმა” 3 მარტს მაუწყებლობა შეაჩერა. ამის შემდეგ,  ჟურნალისტების ნაწილი ცდილობს რუსეთი დატოვოს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share