“ჩვენ დაწყევლილები ვართ”-ცნობილმა რუსმა კინოკრიტიკოსმა, ანტონ დოლინმა რუსეთი დატოვა

“მთელი მსოფლიო დაინგრა ათი დღის წინ. რუსეთში მცხოვრები ყოველი ადამიანის ცხოვრება შეიცვალა. ყველასი, ვინც ლაპარაკობს რუსულად და ცოტა მაინც აქვს კავშირი რუსულ კულტურასთან – ყველას ცხოვრება შეუქცევადად შეიცვალა. უბრალოდ, ბევრმა (უმეტესობამ?) ეს ჯერ ვერ გააცნობიერა.
უკრაინელებს აქვთ შანსი აღდგნენ ფერფლიდან და ამოვიდნენ ნანგრევებიდან. ისინი მხოლოდ გაძლიერდებიან და თუ მოინდომებენ, შეძლებენ დაივიწყონ გადატანილი ტანჯვა. აი, ჩვენ კი არ გვექნება დავიწყების არც შესაძლებლობა და არც უფლება. ჩვენ დაწყევლილები ვართ.
<…>
სახლიდან გასვლამდე ვნახეთ, რომ ჩვენი ბინის კარზე უზარმაზარი ასო Z იყო მონიშნული. მინიშნება გასაგებია: „ჩვენ ვიცით, სად ცხოვრობს თქვენი ოჯახი, ფრთხილად იყავით“ – წერს დოლინი.
შეიძლება იყოს 1 ადამიანი-ის წინა პლანი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share