ტრაგედია და ტრიუმფი

”პირველი, ვინც 21-ე საუკუნეში იარაღით ხელში გაბედა დაეცვა თავისი დამოუკიდებლობა რუსული მონსტრისგან, „ვარდების რევოლუციის” საქართველო იყო. უკრაინა მეორეა. ოღონდ ამჯერად მთელმა მსოფლიომ დაინახა ის, რასაც 14 წლის მხოლოდ ჩვენ და ჩვენი მეგობრების ვიწრო წრე ვხედავდით: იმპერიის სისხლიანი თვალები. მაშინ ჩვენ დავმარცხდით, მაგრამ გადავრჩით. მსოფლიომ არ დაუშვა ჩვენი წაშლა მსოფლიო რუკიდან. და აპატია რუსეთს. ახლა ასე აღარ იქნება. დამარცხებული ვეღარ გადარჩება. მსოფლიო აღარ დაუშვებს დამარცხებულის პოლიტიკური სიცოცხლის გახანგრძლივებას. დამარცხებული უკვე ცნობილია. ჰააგის საკნებს მათი სახელები დღეს დილით მიაწერეს. რამდენიმე საათში დასავლეთი დაიწყებს მსოფლიო ქსოვილიდან რუსული იმპერიის ავთვისებიანი სიმსივნის ამოჭრის მტკივნეულ ოპერაციას. ტრაგედია ტრიუმფით დასრულდება. უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მთელი მსოფლიოსთვის. დიდება გმირ უკრაინელ ხალხს!” – წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, ალექსანდრე (კახა) ლომაია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share