ოზურგეთის სააკრებულოს წევრი ენმ-დან რაინდი დუმბაძე სოციალურ ქსელში დაწყებულ კამპანიას, რომელიც რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მასიურად შემოდინების წინააღმდეგაა მიმართული, უერთდება და სოციალურ ქსელში წერს:
”მე, რაინდი დუმბაძე, ეროვნებით ქართველი, სასტიკი წინააღმდეგი ვარ, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ლტოლვილად მიღების და საერთოდ მათ მიერ, ჩემი ქვეყნის საზღვრის გადმოკვეთის, თუნდაც ტურისტის სტატუსით
არ ვარ რუსოფობი
არ ვარ კაცთმოძულე
მესმის, რომ მორიგი რუსი – პუტინი არ არის, მაგრამ მე მათ არ ვენდობი და ეს ჩემი უფლება და თავისუფლებაა, რადგან მე ჩემი სამშობლო
დღეგრძელობა საქართველოს
Слава Украине
” – წერს დუმბაძე.