ამ წუთებში კიევის ცენტრში, დამოუკიდებლობის მოედანზე, ღია ცის ქვეშ კლასიკური მუსიკის ორკესტრი კონცერტს მართავს. ეს არის ერთგვარი აქცია -პერფორმანსი, რომლითაც მუსიკოსები გამოხატავენ სოლიდარობას ხალხისა და უკრაინის მიმართ. ისინი ასევე ამ გამოსვლით მიმართავენ მსოფლიოს, ჩაკეტონ ცა უკრაინაში და ყველა ძალისხმევა გაიღონ, რომ ომი დასრულდეს.
ეს კონცერტი სიმშვიდის სიმბოლოა და ყველაზე მნიშვნელოვანია ჰუმანიზმისთვის. გვსურს, ამ კონცერტით მხარი დავუჭიროთ ჩვენს პრეზიდენტს, ზელენსკის.
შეაჩერეთ ომი უკრაინაში- მოვუწოდებთ მთელს მსოფლიოს.– აცხადებს ორკესტრის წევრი.