კონჭკათის ტაძარი მე-10 მე-12 საუკუნეებით თარიღდება.
ტაძარი სავარაუდოდ X საუკუნეში უნდა იყოს აგებული. გადმოცემის მიხედვით თავდაპირველად ეს ეკლესია მაღალ გორაზე იდგა, მაგრამ იქ მოსახლეობა უგზოობის გამო ვერ ადიოდა, ამიტომ ტაძარი დაშალეს და გზასთან ახლოს ჩაიტანეს.
ჭანიეთურის მონასტერი ხუროთმოძღვრებით დგას შემოქმედის, ჯუმათისა და ლიხაურის ტაძრების გვერდით. ცენტრალური შენობისთვის სამხრეთიდან მოგვიანებით მიუშენებიათ მცირე ნაგებობა. იგი ბერების საცხოვრებელი უნდა ყოფილიყო. დასავლეთიდან გვიან ფეოდალურ ხანაში მიშენებული ჰქონდა სტოა. ტაძარიცა და სტოაც მოხატული იყო.
გადმოცემის თანახმად, მონასტრის ქვეშ დიდი ოთახები იყო.
1963 წელს ტაძარი მოინახულა და აღწერა ხელოვნებათმცოდნე კ. მელითაურმა.
2013-14 წლებში განხორციელდა ეკლესიის რეკონსტრუქცია.