ამერიკის სურსათისა და წამლის სააგენტომ (FDA) Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინა დაამტკიცა. ახალ ამბავს DW ავრცელებს.
გეგმის მიხედვით, თვის ბოლომე 20 მილიონი ადამიანი აიცრება, მარტისთვის კი აშშ-ში ვაქცინის 100 მილიონი დოზა ჩავა, რაც 50 მილიონი ადამიანის იმუნიზაციისთვისაა საკმარისი.
პირველ ეტაპზე ვაქცინას ექიმები, ექთნები და რისკ-ჯგუფში მყოფი ადამიანები მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ ამერიკა კვლავ პირველ ადგილზე რჩება კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით – ჯამში 16 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა COVID-19.
ცნობისთვის, აშშ-მდე Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა დიდმა ბრიტანეთმა დაამტკიცა და აცრა 8 დეკემბერს დაიწყო.
Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა – საბოლოო შედეგების მიხედვით – 95%-ით ეფექტურია.