აშშ-მ Pfizer-ის ვაქცინა დაამტკიცა – თვის ბოლომდე 20 მილიონი ადამიანი აიცრება

ამერიკის სურსათისა და წამლის სააგენტომ (FDA) Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინა დაამტკიცა. ახალ ამბავს DW ავრცელებს.

გეგმის მიხედვით, თვის ბოლომე 20 მილიონი ადამიანი აიცრება, მარტისთვის კი აშშ-ში ვაქცინის 100 მილიონი დოზა ჩავა, რაც 50 მილიონი ადამიანის იმუნიზაციისთვისაა საკმარისი.

პირველ ეტაპზე ვაქცინას ექიმები, ექთნები და რისკ-ჯგუფში მყოფი ადამიანები მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკა კვლავ პირველ ადგილზე რჩება კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით – ჯამში 16 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა COVID-19.

ცნობისთვის, აშშ-მდე Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა დიდმა ბრიტანეთმა დაამტკიცა და აცრა 8 დეკემბერს დაიწყო. 

Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა – საბოლოო შედეგების მიხედვით – 95%-ით ეფექტურია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share