ოზურგეთის საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” რაინდი დუმბაძე ოზურგეთში ალტ-ინფოს ოფისის შესაძლო გახსნას ეხმაურება და სოციალურ ქსლეში წერს:
“ვეწინააღმდეგები!!
მოღალატოებრივი დაჯგუფების “ალტინფოს,,
ოფისის გახსნას ოზურგეთში!!
არ შეიძლება პუტინის მაქებრებს და კრემლის მოსიყვარულეთა ელიტას ქონდეს ჩვენს საყვარელ ქალაქში ოფისი!
ამ ორგანიზაციის ერთადერთი მიზანი რუსეთიზაციაა და პიტინისტური იდეოლოგიით მოწამვლა საზოგადოების.
ყველა ესეთი ადამიანი საქართველოს მოღალატეა!!!” – წერს დუმბაძე.