ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს.
ჩასარიცხი აპარატი სოფლის ცენტრში მდებარე მაღაზიაში იდგა, დილით მაღაზიის მეპატრონეს კარი გატეხილი დახვდა. როგორც ადგილობრივები “გურიის მოამბესთან” ყვებიან აპარატი მალევე იქვე მდებარე არხში დაზიანებულ მდგომარეობაში აღმოაჩინეს.
სწრაფი ჩარიცხვის აპარატი იდგა სოფელში მდებარე მაღაზიაში, მაღაზიის კარი დახვდა მეპატრონეს გატეხილი და წაღებული იყო აპარატი, მალევე აქვე ღელე ჩამოდის და იქ იპოვეს, არ ვიცი ფული წაიღეს თუ არა.”- ყვებიან ადგილობრივები.
შს-მ გამოძიება 176 მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.