”სულ ვფიქრობდი, რომ კარგი იქნებოდა 2024 წელს ხელისუფლება შეცვლილიყო, მაგრამ ახლა კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ”

”ღმერთმა არ ქნას, რაღაც მოხდეს, ისევ ქალებისა და ნამდვილი ვაჟკაცების დასაცავი გახდება ეს ქვეყანა, რომლებიც დატოვეს მაშინ ბრძოლის ველზე. ეს არის, რაც არ უნდა ღიმილითა და ქილიკით ვისაუბროთ, ტრაგედია, და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ხალხი კიდევ უფრო სწრაფი ტემპით ჩაბარდება წარსულს, იმიტომ რომ პარტია, რომელიც ხდება ომის პარტია, რომლისთვისაც სულ ერთია ჩვენი შვილები დაიხოცებიან/არ დაიხოცებიან, იტირებენ/არ იტირებენ, ჩვენი მოხუცები ჩაიხოცებიან, ჯარისკაცები იქნებიან თუ არა ცოცხლები, რა თქმა უნდა, მათ მომავალი არ აქვთ და ამას მომავალ არჩევნებზე მათ კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ. თუმცა, მე სულ ვფიქრობდი, რომ კარგი იქნებოდა 2024 წელს ხელისუფლება შეცვლილიყო, მაგრამ ახლა, ამათი შემყურე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ბრძოლა უნდა გააგრძელოთ”.

ამის შესახებ თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share