ახალი სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ რუსული სამხედრო კოლონა კიევის ჩრდილო-დასავლეთით, რომელიც გადაჭიმული იყო 40 მილზე (64 კილომეტრზე მეტ მანძილზე) “ძირითადად გაიფანტა და დისლოცირების ადგილი შეიცვალა”. ამის შესახებ ინფორმაციას Maxar Technologies ავრცელებს.
სატელიტური გამოსახულებები აჩვენებს, რომ კოლონის ზოგიერთი ელემენტი “გადაადგილდა” ტყეებში და ხე-ტყის ზონებში, უკრაინაში, ლუბიანკას მახლობლად, – იტყობინება Maxar.
სატელიტური სურათები გადაღებულია ხუთშაბათს, კიევის დროით 11:37 საათზე.
ანტონოვის საჰარეო ბაზის ჩრდილოეთით, გოსტომელში, ჩანს რუსული სამხედრო მანქანები, რომლებიც განლაგებულები არიან გზაზე, დასახლებულ ადგილებში, ქალაქ ოზერაში – კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 17 მილის მანძილზე.
ბუქსირებადი საარტილერიო და სხვა მანქანები ჩანს ლუბიანკას მახლობლად, ანტონოვის ავიაბაზიდან ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით სამი მილის მანძილზე:
ლუბიანკა, ტყის ზონა.
ბერესტიანკაში – ავიაბაზიდან დასავლეთით 10 მილში – საწვავის სატვირთო მანქანები და, როგორც “მაქსარი” ამბობს, რამდენიმე სარაკეტო გამშვები ჩანს, რომლებიც განლაგებულია ხეების მახლობლად მინდორში:
ბერესტიანკა.
ივანკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით – 40+ მილის სიგრძის კოლონის დასასრული – უამრავი სატვირთო მანქანა და აღჭურვილობა კვლავ ჩანს გზაზე:
ივანკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთი.
ცნობისთვის, აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ რუსული ძალები ბოლო 24 საათის განმავლობაში სამი მილით (5 კმ) მიუახლოვდნენ კიევს.