გაეროს ოფისის ცნობით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, დაღუპული 564 მშვიდობიანი მოქალაქე. მათ შორის 41 ბავშვი.
მათივე ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში კასეტურ საბრძოლო მასალას იყენებს – გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელმა, ლიზ ტროსელმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინასთან ომის დროს კასეტურ საბრძოლო მასალას იყენებს.
„ჩვენ ასევე მივიღეთ სარწმუნო ცნობები რუსული ჯარების მიერ კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენების რამდენიმე შემთხვევის შესახებ, მათ შორის დასახლებულ რაიონებში“, – თქვა ტროსელმა.