1985 წლის 22 ნოემბერს ლანჩხუთი შავმა კვამლმა მოიცვა. ნავთობაზის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა სადაც 1000 ტონა ნავთობით სავსე ავზები იყო განთავსებული. ღია ონკანიდან იღვებოდა ნავთობი და ეკიდა ცეცხლი.სასწრაფოდ მოხდა ყველა სკოლიდან მოსწავლეების ევაკუაცია, ქალაქში შიშმა დაისადგურა. მეზობელი რეგიონებიდან დამხმარე სახანძრო სამაშველო სამსახურები დაიძრნენ, სამტრედიიდან ჩამოვიდა სახანძრო მატარებელიც, რომელსაც სპეციალური ცეცხლში შესასვლელი ეკიპირება ჰქონდა, თუმცა ერთი კაცის გარდა, ვერავინ გაბედა ცეცლით გარშემორტყმული ავზების ტერიტორიაზე შესლა. გადაწყვეტილება მყისიერად იყო მისაღები, ბევრი არც უფიქრია, ჩაიცვა სპეციალური სკაფანდრი და შევიდა ცეცხლმოდებულ ტერიტორიაზე სახანძრო სამაშველო სამსახურის მეხანძრე ზურაბ თავართქილაძე. მან შეძლო იმ ონკანთან მისვლა და გადაკეტვა, საიდანაც იღვრებოდა ნავთობი. რომ არა ამ გმირული საქციელის ჩადენა, რამდენიმე წუთში ეს ცეცხლი იმ ავზებამდე მიაღწევდა, რომლებიც სავსე იყო ნავთობით. რომ არა ზურაბ თავართქილაძის თავდგანწირვა, ავზები აფეთქდებოდა და ქალაქი უდიდეს უბედურებას ვერ გადაურჩებოდა.
როგორც ბატონი ზურაბი იხსენებდა, ის სხვას ვერ დაავალებდა ამ პასუხისმგებლობას და არც უფიქრია როგორ რას იზამდა, მისი ერთადერთი ფიქრი იყო, ონკანი დაეკეტა და მოსახლეობა გდარჩენილიყო ამ დიდ უბედურებას.
ლანჩხუთში დღემდე გმირად და ქალაქის გადამრჩენელად მოიხსენიებენ კაცს, რომელიც რამდენიმე დღის წინ, უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ის წლებია ლანჩხუთის კეთილმოწყობის სამსახურში მუშაობდა და არასოდეს უფრთხილდებოდა რთულ სამუშაოებს. ქალაქის ცენტრში, ნაძვის ხეების დაბელვის დროს, მოჭრილი ტოტი იმ ამწის კალათს დაეცა, სადაც ზურაბ თავართქილაძე იმყოფებოდა, სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.