ქართული ენის დევნა ოზურგეთის სასულიერო სემინარიაში

ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლის მმართველობის 1897 წ. 19 დეკემბრის №18 დადგენილება (ე.წ. საჟურნალო დადგენილება): „გამოეცხადოთ მოსწავლეებს, რომ სასწავლებლის შენობაში ისინი ვალდებულნი არიან მხოლოდ რუსულად ესაუბრონ ერთმანეთს, მიეცეთ მათ წინადადება, რომ თავიანთ სახლშიც რუსულად ისაუბრონ ერთმანეთთან. დადგენილების შეუსრულებლობის შემთხვევაში ისინი დასჯილი იქნებიან.“
.
სასაწავლებელში დაწესებული იყო მასწავლებელთა და მოსწავლეთა მორიგეობა, რომლებიც აკონტროლებდნენ სასწავლებელში სასაუბროდ რუსული ენის გამოყენებას. ყველა მასწავლებელი და მოსწავლე მასთან ქართულად გამოლაპარაკების შემთხვევაში ვალდებულნი იყვნენ ეცნობებინათ ამის შესახებ მმართველობისათვის. მორიგე მოსწავლეებს ურიგდებოდათ სპეციალური წიგნაკები, რომელშიც იწერდნენ დამრღვევთა სახელებს. სასაუბროდ ქართული ენის გამოყენებაში შემჩნეული მოსწავლეები ისჯებოდნენ სასწავლებლის მმართველობის მიერ.
.
ფოტოზე – ოზურგეთის სამრევლო სასწავლებლის მოსწავლეები 1905 წელი
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share