რუსულ ტელეკომპანია “პირველ არხზე” მთავარი საინფორმაციო გადაცემის “ვრემიას” დროს ჟურნალისტი ეთერში უკრაინის მხარდამჭერი პლაკატით შეიჭრა. ის მალევე გაიყვანეს სტუდიიდან.
“არა ომს! შეწყვიტეთ ომი! არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ თქვენ გატყუებენ!” – ეწერა პლაკატზე, რომელიც ჟურნალისტს ეკავა.
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რუსი აგრესორები ბომბავენ არამხოლოდ სამხედრო დანიშნულების ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, არამედ მათ საჰაერო იერიში საცხოვრებელ სახლებზეც მიაქვთ. ომის დაწყებიდან 5 მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილად იქცა უცხოეთში.
რუსეთის დუმამ მიიღო კანონი და ქვეყანაში უკრაინასთან მიმართებით სიტყვა ომის თქმა აკრძალა. კრემლი უკრაინაში შეჭრას “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” უწოდებს, რომლის მიზანი უკრაინელების “დენაციფიკაცია” არის.