უკრაინის რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც მასობრივი დაპირისპირებაა ასახული.
როგორც გონჩარენკო წერს, ინციდენტი რუსეთში, სამშენებლო კომპანია “ველოსტროის” თანამშრომლებს შორის მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მუშებს შორის დაპირისპირება ულუფათა ზომის სხვაობამ გამოიწვია.