“ზურაბიშვილთან დაკავშირებით ქო-ს მოქმედების მოტივების ყველა ვარიანტზე ვიფიქრე.
ერთადერთი ვარიანტი მაქვს, თუ დავუშვებთ, რომ მათი გადაწყვეტილება ექვემდებარება რაციონალურ ლოგიკას და ის ასე გამოიყურება:
არსებობს შეთანხმება რუსეთთან მკვეთრად განსაზღვრული “წითელი ხაზები”-თ შესაბამისი კონტროლის, მათ შორის პრეზიდენტის, ვალდებულებით.
ახლა ამ სარჩელით კრემლს უმტკიცებენ, რომ ისინი არაფერ შუაში არიან და ორმაგს არ თამაშობენ.
მთელი მათი ბოლო პერიოდის “ომი გინდათ?!” პოლიტიკაც ამ ლოგიკაში ჯდება” –
წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ქართული ოცნების გადაწყვეტილებაზე. დღეს მმართველმა პარტიამ სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლა.