რუსეთი ევროსაბჭოს ტოვებს – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება ორგანიზაციის გენერალურ მდივანს მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩს უკვე გადაეცა.
“ნატოს და ევროკავშირის ქვეყნები ბოროტად იყენებენ თავიანთ უმრავლესობას ევროსაბჭოში. ეს ორგანიზაცია გადააქციეს ანტირუსული პოლიტიკის ინსტრუმენტად. უარს აცხადებენ თანაბარ დიალოგსა და ყველა იმ პრინციპზე, რის საფუძველზეც შეიქმნა ეს საერთო ევროპული სტრუქტურა. 25 თებერვალს მათ მიიღეს დისკრიმინაციული გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს ნორმატიულ ორგანოებში რუსეთის წარმომადგენლობის შეჩერების შესახებ. ასეთ პირობებში ჩვენი ქვეყანა არ დარჩება ევროპის საბჭოში” – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 25 თებერვალს, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა რუსეთისთვის წარმომადგენლობითი უფლებების შეჩერებას