ნეიტრალურმა შვეიცარიამ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები გააფართოვა

ნეიტრალურმა შვეიცარიამ  რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები გააფართოვა და სანქცირებულთა სიაში 197 ადამიანი და ცხრა ორგანიზაცია დაამატა.

“შვეიცარიის სანქციების სია ახლა სრულად იმეორებს ევროკავშირის სანქციების ჩამონათვალს”, – წერია შვეიცარიის მთავრობის განცხადებაში. ასევე, სანქციები დაეკისრა ცნობილ ბიზნესმენებს, რომელთა აქტივები შვეიცარიაში დღეიდან უნდა გაიყინოს.

შვეიცარია ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა რუსი ფიზიკური პირებისა და სუბიექტების წინააღმდეგ, მოსკოვის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share