მოსკოვში, ლუჟნიკის სტადიონზე ყირიმის ანექსიის მერვე წლისთავის აღსანშნავ საზეიმო ღონისძიებაზე შეკრებილ რუსებს ვლადიმერ პუტინის გამოსვლის შემდეგ სცენიდან კრემლის პროპაგანდისტებმაც მიმართეს. მათ შორის იყო წარმოშობით ქართველი ტელეწამყვანი თინა კანდელაკი, რომელიც ამჟამად რუსეთის გაზპრომმედიას გენერალური დირექტორის მოადგილეა.
“მივესალმები ჩემს თვალუწვდენელ სამშობლოს. მე თინა კანდელაკი ვარ. მე დავიბადე საქართველოში. მე ალბათ იმ მცირერიცხოვან ადამიანთა შორის ვარ, ვინც 1995 წელს გაცნობიერებულად ავირჩიე რუსეთი. ჩემი სამშობლო 1995 წლიდან რუსეთია. ჩვემი სამშობლო ძველბურად საქართველოა. იცით, ჩვენ, ადამიანებს, ვინც სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ, ვცხოვრობთ რუსეთში, ყოველთვის გვაერთიანებდა ის, რომ რუსეთი გვიღებდა, ვუყვარდით, გვაძლევდა საშუალებას ცხოვრებაში დასახული ყველა მიზნისთვის მიგვეღწია, არასოდეს გვიკრძალავდა, არასოდეს ცდილობდა გამოეწურა და განედევნა ჩვენგან ჩვენი კულტურა. როცა ჩადიხარ საზღვარგარეთ, ხედავ, რა საინტერესოდ რეაგირებენ უცხოელები ჩვენზე. ვინც არ უნდა იყო, ქართველი, სომეხი, ბაშკირი, თათარი, ჩეჩენი, თუ რუსულად ლაპარაკობ რუსად გთვლიან და გეკითხებიან, რუსი ხარ? და მე ვეუბნები დიახ, ჩვენ სიამაყით ვატარებთ რუსი ადამიანის წოდებას მიუხედავად იმ სირთულეებისა და პრობლემებისა, რომელთა გავლაც ახლა გვიწევს. ახლა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ექსპერიმენტი მიმდინარეობს. ასეთი ჯერ არასოდეს ყოფილა, როცა მთელი ერის წაშლას ცდილობენ, თითქოს სოციალური ქსელის ანგარიში იყოს. ასეთი არასოდეს მომხდარა. და ეს ერთი მარტივი მიზეზის გამო ხდება – თუ შენ რუსულად ლაპარაკობ. შეეცადნენ ჩვენთვის დროშა და ჰიმნი წაერთმიათ. ჩვენი სპროტსმენებისთვის,
ცოტა ხნის წინ ჩვენი პარაოლიმპიელები პარაოლიმპიადიდან გამოაგდეს. და ეს ყველაფერი რატომ? ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ რუსულად ვლაპარაკობთ. ამ ლოგიკით ალბათ სიკორსკიც უნდა აიკრძალოს, მალევიჩიც, ამ ლოგიკით ალბათ კარალიოვიც უნდა აიკრძალოს. ამ ლოგიკით უნდა აიკრძალოს რაკასოვსკიც, ყველა ადამიანი, ვინც სხვადასხვა ეროვნების მიუხედავად გაიზარდა და ყველაფერს მიაღწია ჩვენს ქვეყანაში – რუსეთში. ისინი ცდილობდნენ ჩვენთვის დაეცინათ, ჩვენ კი ჩუმად ვაკეთებდით ჩვენს საქმეს. ეს ჩვენ აღმოვაჩინეთ ანტარქტიდა, ჩვენ გამოვიგონეთ წამალი ციმბირული წყლულისა და კორონავირუსის საწინააღმდეგოდ.ჩვენ შევქმენით ზებგერითი ტექნოლოგიები, ჩვენი ბალეტი, თეატრი, ხელოვნება, სპორტი ისევ საუკეთესოა მსოფლიოში.და იცით რას გეტყვით? ჩვენ ვერ წაგვშლით, როგორც სოციალურ ქსელში ანგარიშს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ნაცია, რომლის გატეხვა შეუძლებელია. და თუნდაც შეეცადონ მუხლებზე დაგვაყენონ, არასოდეს არაფერი გამოუვათ, იმიტომ რომ რუსეთი მუხლებზე არასოდეს დაიჩოქებს.”