ევროპის ცენტრში ომის ტრაგედია მთელ ქრისტიანულ სამყაროს აოცებს – რომის პაპი

ევროპის ცენტრში მიმდინარე ომის ტრაგედია მთელ ქრისტიანულ სამყაროს აოცებს. ეს არის ძალაუფლების გარყვნილად და ბოროტად გამოყენება დამპყრობლის ფანატიკური ინტერესებისთვის , – ამის შესახებ რომის პაპმა ევროპის საეპისკოპოსო კონფერენციების ვილნიუსის არქიეპისკოპოს, გინტარასუ გრუშასისთვის გაგზავნილ წერილში განაცხადა.

„ჩვენ გვაოცებს ომის ტრაგედია, რომელიც ევროპის ცენტრში მიმდინარეობს. ვერასდროს ვიფიქრებდით, რომ კიდევ ერთხელ ვიხილავდით სცენებს, რომელიც გასული საუკუნის დიდ ომებს გაგვახსენებდა”, – წერს პონტიფიკოსი ფრანცისკი.

ის აღნიშნავს, რომ კაცობრიობა კვლავ წარსდგა „ძალაუფლების გარყვნილად, ბოროტად გამოყენების და ფანატიკური ინტერესების საფრთხის წინაშე, რომელიც დაუცველ ადამიანებს სისასტიკისა და ტანჯვის სწირავს”.

„ჩვენი უკრაინელი ძმებისა და დების შემზარავი ყვირილი გვაიძულებს, რომ როგორც მორწმუნე საზოგადოებას, არამხოლოდ სერიოზულად დავფიქრდეთ, არამედ ვიტიროთ მათთან ერთად და მათთვის რაიმე გავაკეთოთ; გავიზიაროთ იმ ხალხის ტანჯვა, რომლის იდენტობა ისტორია და ტრადიციები დააზიანეს”, – განაცხადა კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა.

პაპმა მოუწოდა მორწმუნეებს განაგრძონ ლოცვა, რათა მათ, ვის ხელშიც არის ერების ბედი, ყველაფერი გააკეთონ, ომისა და ჰუმანიტარული ტრაგედიის დასასრულებლად და კონსტრუქციული დიალოგის დასაწყებად.

„უკრინფორმის” ინფორმაციით, რომის პაპმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლს „მოწამე ქალაქი” უწოდა.

რეზონანსი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share