უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განადგურებული რუსი სამხედრო მეთაურების სია გამოაქვეყნა. მათი ინფორმაციით, ომის სამი კვირის განმავლობაში უკრაინელმა ჯარისკაცებმა 10-ზე მეტი რუსი მეთაური მოკლეს, მათ შორის ექვსი გენერალია.
ესენი არიან:
- გენერალ-მაიორი მაგომედ თუშაევი – როსგვარდიის 141-ე მოტორიზებული პოლკის მეთაური;
- გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი – ცენტრალური სამხედრო ოლქის 41-ე არმიის მეთაურის პირველი მოადგილე;
- გენერალ-მაიორი ანდრეი კოლესნიკოვი – 29-ე არმიის მეთაური;
- მაიორი ანდრეი სუხოვეცკი – ცენტრალური სამხედრო ოლქის 41-ე არმიის მეთაურის მოადგილე;
- გენერალ-მაიორი ოლეგ მიტიაევი – 150-ე მოტომსროლელი დივიზიის მეთაური;
- გენერალ-ლეიტენანტი ანდრეი მორდვიჩევი – სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-8 გვარდიული არმიის მეთაური.