მუკოვისციდოზი…პანკრეასის კისტური ფიბროზი..1ნაწილი-ექიმი მარინა ტოტოჩავა

მუკოვისციდოზი. პანკრეასის კისტური ფიბროზი. ანუ რაღაც ფორმით მაინც, მოსახლეობის 80 პროცენტის პრობლემა.
ეს უნდა იცოდე, რომ თავს უფრო დაეხმარო სიცოცხლისათვის
პირველი ნაწილი
ამის წაკითხვის შემდეგ, ყველა გონიერი ჩაფიქრდება და ცხოვრების წესს აუცილებლად შეცვლის.
ეს უნდა იცოდე, რომ მთელი ცხოვრება მოტყუებული არ დარჩე.
სამედიცინო პრობლემების 8 0 პროცენტი———-შიზოფრენია, შფოთვა, დეპრესია, შაკიკი; ფილტვის , ღვიძლის, თირკმლის დაავადებები; ალერგიები, ასთმა, სინუსიტი, რინიტი, ბავშვების ზრდის და გავითარების შეფერხება, გაცხიმებული ღვიძლი, ქოლესტერინის სიჭარბე, სექსუალური პოტენციის დაცემა კაცებში; ტინიტუსი, შაკიკი, ქალის სასქესო ორგანოების ქრონიკული დაავადებები ; სახსრების დაავადებები და კიდევ სიცოცხლის შემზღუდველი ბევრი სხვა ,რასაც ქვევით განვიხილავ ————————პანკრეასის კისტური ფიბროზის ფონით გამოირჩევიან. ერთი კონკრეტული ჩარჩოს ექიმი, მის სრულფასოვან მკურნალობას ვერ შეძლებს. ვერც დაფიქსირებასაც, რისი მაგალითებიც უამრავია. ყველა გონიერი ექიმი დააკვირდება იმ დეტალს, რომ ალკოჰოლური ფსიქოზის, ნარკოტიკული ლტოლვის, შიზოფრენიის, ფსიქიკური მოშლის, აგზნების, სუპერთანამედროვე მკურნალობის მექანიზმებში, მთავარ სამკურნალო წამლებად დომინირებს ———–ღვიძლის და პანკრეასის სამკურნალო მედიკამენტები. თანდათან უფრო გასაგები იქნება, მაგალითად, დეპრესიის, სინუსიტის, ფილტვების და სხვა პათოლოგიების მკურნალობის დროს, რატომ ვმკურნალობ ფონად —–ღვიძლსა და პანკრეასს. თანამედროვე მაღალმა მედიცინამ აღიარა, რომ ამ დაავადების გაუთვალისწინებლობის გამო, ბოლო ათწლეულებში, ჩვენს მედიცინაში უამრავი შეცდომა მოხდა მკურნალობაში. ეს იმიტომ, რომ ეგონათ ,მუკოვისციდოზის, მხოლოდ კლასიკური ფორმა არსებობდა——-მარტო პედიატრიულ კონტიგენტში გამოვლენილი, უხვნახველიანი ბრონქიტით. საშუალო და ატიპური ფორმები ამ დაავადების,სხვადასხვა ორგანოთა სისტემების დაზიანების გამოხატულებით მიდიან და უხშირეს შემთხვევაში გამოცნობილი არ არიან და გამოუსწორებლად აზიანებენ შინაგან ორგანოებს ყველა ასაკში. ყველაზე დამანგრეველი შედეგები ადამიანების ჯანმრთელობაში მოიტანა იმან, რომ ეს დაავადება იშვიათი ეგონათ , მაგრამ ის ყველაზე ხშირია.სამწუხაროდ, ეს გაგება ჩვენი მედიცინის ბევრ ადგილზე ისევ ასევეა. ამას არსებული მკურნალობების ხარისხი ადასტურებს. ეს დაავადება ყველა ასაკშია სხვადასხვა ფორმით და ინტენსივობით. უამრავ ადამიანს აქვს და არც კი იციან რომ აქვთ. ამ სტატიის მიზანი, როგორც ყოველთვის, ადამიანების სიცოცხლის დაცვაა. ყველა გონიერი ამის გააზრებით, სიცოცხლის ბევრ წელს შეიმატებს. სამედიცინო სტატისტიკით, მუკოვისციდოზის გენი ყოველ მეოცე ადამიანს აქვს. ეს ტერმინი ლათინურად ნიშნავს წებოვან ლორწოს. მუკოვისციდოზს, ამერიკის მედიცინაში ჰქვია——–კუჭუკანა ჯირკვლის ანუ პანკრეასის კისტური ფიბროზი. ამ სტატიიდან მაინც მიხვდებით, თუ რატომ ვატრიალებდი ტექსტებში, ხშირად ,პანკრეასს, სხვადასხვა კონტექსტში. ჩვენთან ეს დაავადება, სხვადასხვა ფორმით ძალიან ხშირია, მაგრამ გამოვლინების შემთხვევებია უკიდურესად მინიმალური . სტატისტიკურად, მსოფლიო მედიცინაში, მეორე არ არსებობს, არც ასეთი ხშირი დაავადება და არც ასეთი ხშირი მემკვიდრეობითი დაავადება. ასეთ გახშირებას მიაწერენ არასწორ და არასრულყოფილ მკურნალობებს. რის გამოც ზიანდება ბევრი ორგანო და ყალიბდება უამრავი ქრონიკული დაავადება. ასევე , ეს დაავადება, სტატისტიკურად ლიდერია გამოუცნობ დაავადებათა შორის. კოლოსალური რიცხვითაა მოსახლეობაში, მისი ვარიაციები და ატიპური ფორმები. ბევრი ისე ამთავრებს ცხოვრებას, არ იცის ამდენი დაავადებით რომ იტანჯა, ყველაფრის მიზეზი კი, ეს პათოლოგია იყო. ეს დაავადება ბოლომდე ანადგურებს ლორწოს გამომყოფ ორგანოებს————ბრონქებს, ფილტვებს, პანკრეასს, ღვიძლს, სასქესო ორგანოებს, სანერწყვე ჯირკვლებს და საერთოდ ყველა ჯირკვალს; კუჭ-ნაწლავს, ტვინს და სხვა .ტვინში კაპილარების დაზიანება, საძილე არტერიების ფორმის დეგრადირება, გულის სისხლძარღვების ფორმის და დრეკადობის დარღვევა , არტერიების და სისხლძარღვების გასქელება , მათში შლაკების და მავნე ნივთიერებების ჩაკირვა,ქოლესტერინის ჩათვლით; ვენების კედლის დაზიანება, რომლებიც უამრავ მტანჯველ ჩივილებს და თრომბულ დაავადებებს ქმნიან; გულის, ღვიძლის და ტვინის პრობლემებს იწვევენ და სიცოცხლეს ზღუდავენ—————- ფიზიოლოგიურად ბევრადაა პროვოცირებული ამ დაავადების ფონით. ამ დროს ორგანიზმში დარღვეულია -წყლის, ქლორის და საერთოდ ელექტროლიტების ტრანზიტი. როცა ადამიანს მონელების პრობლემა აქვს, დაბალი დონის მედიცინაში, ამას მარტო კუჭ-ნაწლავს აბრალიან .განვითარებულ მედიცინაში კი, ეს ნიშნავს პანკრეასის და ღვიძლის პრობლემას. კონკრეტულად კი, ეს თანამედროვე მსოფლიო მედიცინაში კლასიფიცირებულია, როგორც ————პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობა. ზუსტი აღქმისთვის , მეორე ნაწილში,ეგზოკრინულსაც განვიხილავ და ენდოკრინულსაც. რადგან ურთიერთბალანსში არიან. ეს ბევრჯერ ამიხსნია,მაგრამ ,ამ სტატიაში მკაცრად დავაკონკრეტებ .ჯერ ეგზოკრინული უკმარისობის უფრო პოპულარულ გამოვლინებებს შევეხები. ესაა——-სიმძიმის შეგრძნება ნოყიერი ჭამის შემდეგ;შებერვა ჭამის შემდეგ ;ხან კუჭ-ნაწლავის დისკომფორტი. ბავშვებში ამ უკმარისობის გამოკვეთილი გამოვლინებაა——ხან გულისრევა;ხან კუჭის აშლა;განმეორებითი ბრონქიტები;ბრონქული ასთმა ,ახალშობილების ყაბზობა.ბევრჯერ აღმინიშნავს, როგორ მიკლავს გულს შემთხვევით შემხვედრი ბავშვის მიერ ასთმის აეროზოლის გამოყენება ხშირად და არა, მხოლოდ შეტევის დროს. რადგან მშობელს ის, საღეჭ რეზინასავით ხშირად მოსახმარი ჰგონია. ამ დროს კი———ბავშვს პანკრეასის კისტური ფიბროზი აქვს და სულ სხვა დახმარება სჭირდება. ბავშვებში პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობის ყველაზე ძლიერი გამოვლინებაა——წონაში ჩამორჩენა, განსაკუთრებით 5 წლამდე.საერთოდ, ჩვენი მედიცინის დიდი ნაკ ლია ის, რომ ჩივილებზეა ორიენტირებული. ძალიან ხშირად მკურნალობისას მიზეზის პოვნა არ ხდება. განსაკუთრებით, მთავარი მიზეზის.თითქმის ,ყველაფერი პანკრეასიდან და შესაბამისად ღვიძლიდან იწყება. ამიტომ ვიმეორებ ხშირად———-მსოფლიო პოსტულატს მედიცინის -ყველა ყბაყურაგადატანილ ბავშვს პანკრეასის ლატენტური ,ქრონიკული უკმარისობა აქვს, რომ ამ კატეგორიამ მაინც დაიცვას თავი. ავიღოთ, მაგალითად, ახალშობილთა შეკრულობა, რომელსაც ძალიან ხშირად, სრულიად ჩლუნგურად, დროებით კუჭში გამყვანი საბავშვო მედიკამენტებით და ორგანიზმის დამზიანებელი გაზგამყვანი მილით ებრძვიან.ებრძვიან ——–ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. გონება სად ან თუ არის ამ დროს, როცა ბავშვზე ასეთი ექსპერიმენტებია. გაზების საწინააღმდეგო მედიკამენტით, ახლა და ასე ხშირად, ფეკალიის ამ პორცია ს წამლის წნევის ძალით რომ აწვები, დაუსრულებლად ხომ არ უნდა თამაშობდე ბავშვის სიცოცხლით. სიცოცხლისათვის მთავარი პირობაა ——მედიკამენტი როდის და რა ინტენსივობით იქნას გამოყენებული. განმეორებადი შეკრულობა დიზბაქტერიოზია და ეს პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობის კლასიკური გამოხატულებაა ყველა ასაკში. ეს მსოფლიო პედიატრიის სტანდარტია. ეგზოკრინული უკმარისობა ახალშობილებში ხშირად ნაწლავთა არამყარობით ხასიათდება. ხშირად, სათავო მიზეზის გააზრება არ ხდება. ასეთი, სიცოცხლის შემზღუდავი მაგალითია, ადრე ლინექსებით და ბაქტისუბტილებით შეტევა ახალშობილებზე, ახლა კი ფარმაციის სიუხვის საშუალებით- სხვა სახელშეცვლილი პრეპარატებით. პრობიოტიკები, ძალიან მნიშვნელოვანი პრეპარატებია და მათი გამოყენება უმნიშვნელოვანესია, მაგრამ, როცა საჭიროა მაშინ. დაავადება არ უნდა გადაფარო და მიმალო, კუჭნაწლავის ფლორა არ უნდა გაყინო .დადებითი და უარყოფითი ბაქტერიების ბალანსი, თავად უნდა დაამყაროს იმუნიტეტმა. პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობის გაუთვალისწინებლობამ, დაბალმა ცოდნამ, დღეს, ახალშობილობაში პრობლემური და არასწორად ნამკურნალები წინა თაობის ,უამრავი კუჭ-ნაწლავის დაავადება გამოავლინა. რაც შეეხება გაზგამყვან მილს, მისმა ხშირმა გამოყენებამ დიდი როლი შეასრულა—– სწორი ნაწლავის დაავადებების და ჰემოროის ჩამოყალიბების თრომბულ მექანიზმებში .ასევე, მაპროვოცირებელი გახდა სწორი ნაწლავის სიმსივნის. ბავშვის შეკრულობის და საერთოდ ,კოლიტის მიზეზი რამდენიმეა. ამ დროს პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობა მთავარი და ბოლომდე წამყვანი მიზეზია. მის არეალშია ელეტროლიტების ცვლის მოშლა . მაგრამ სათავო მიზეზებიც არის. მაგალითად , ჩიყვების და არა მარტო ჩიყვების, უამრავი დაავადების მთავარი მაკონტროლებლის——-ამინომჟავა—- თიროზინის ცვლის მოშლა. რომლის გათვალისწინება, სამწუხაროდ ხშირად , ჩვენში ხან, ჩიყვების მკურნალობის დროსაც არ ხდება. ამის საილუსტრაციო კლასიკური მაგალითია ის, რომ ————— სტატისტიკურად, შეკრულობისკენ მიდრეკილი ახალშობილების გარკვეულ დიდ პროცენტს ჰიპოთირეოზი აქვთ ან უპირობოდ გამოუვლინდებათ უფრო დიდ ასაკში. რამდენიმე დღე კუჭში არგასვლა, რომელიც მედიცინაში ბევრჯერ, ნაწლავის პერფორაციით დამთავრებულა ,პანკრეასის კისტური ფიბროზის ბუმზე მიანიშნებს. ზრდა-განვითარების შეფერხება ყველა ასაკში, განსაკუთრებით ჩვილობიდან ,პანკრეასის კისტური ფიბროზის ფონით მიდის და ამის შედეგად შეწოვის დაქვეითება დომინირებს. სწორედ, შეწოვის დარღვევის გამო ვერ იმატებს ბავშვი. ასეთი ბავშვების სასიცოცხლო და ჯანმრთელობის ბედი, ბავშვობის ასაკში ჩატარებული სწორი მკურნალობა და ზუსტი, ნუტრიციულად გათვლილი კვებაა. აქცენტი პანკრეასის ჰორმონებზე უნდა გადავიტანოთ. ინსულინის და გლუკოზის დაქვეითება ამ დროს, პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობის კლასიკური ნიშანია. ამ დროს პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობა აბრკოლებს გლუკოზის და ინსულინის ნორმაში ყოფნას. დაბალი შაქარი მეტაბოლიზმს ანგრევს. ვითარდება ატიპური რაქიტი და ზიანდება ბევრი ორგანო. რაქიტი ჩვენს ეპოქაში კლასიკური ვიზუალით აღარ მიდის და არ გამოიხატება—–ოსმაგვარი ფეხებით და კვადრატული თავის ქალით. თანამედროვე რაქიტები, მეტაბოლიზმის ნგრევით მიდიან.ბავშვების სწორედ ეს კატეგორიაა, ზრდასრულობაში ———ქოლესტერინის სიჭარბით, ჰომოცისტეინის ცვლის მოშლით და შესაბამისად , ტვინის და გულის დაზიანების და გართულების დიდი რისკებით რომ ცხოვრობენ მუდამ პრობლემურად. ასეთ ბავშვებს პროგრესული პედიატრი რომ შეხვედროდა, სულ სხვა გზაზე დააყენებდა სიცოცხლის და ჯანმრთელობის. შედეგში, ამავე მექანიზმის რკალშია, ბავშვების ის კატეგორია, რომლებიც შეკრულობისკენ არიან მიდრეკილები. რადგან, ეს ყველაფერი ჯამში მეტაბოლიზმის რღვევა ა. ბევრმა მაგალითმა გამაოცა. ბავშვებს შეწოვის დარღვევა აქვთ და მაღალკალორიული პროდუქტები აქვთ დანიშნული წონის მოსამატებლად. როცა შეწოვის მექანიზმები მოშლილია და მცირე კალორიას ვერ იწოვს, მაღალკალორიულს როგორ შეიწოვს. გულუხვობა კარგია, მაგრამ მექანიზმების მეტი ცოდნა არ გვაწყენდა.
1938 წელს ამერიკელმა დოროთი ანდერსენმა პირველად აღმოაჩინა –პანკრეასის კისტური ფიბროზი და უზუსტესად დააკონტაქტა ფილტვის და კუჭ-ნაწლავის დაავადებებთან. გენიოსი ქალბატონი.დიდი ხანია მინდა, მისი სურათი დავკიდო ჩემი წიგნების კაბინეტში. მან გამოიყენა პანკრეასის ჰორმონებზე და ფერმენტებზე დაკვირვების შედეგები,ბავშვების ფილტვების მკურნალობის დროს. დამწყები ექიმი რომ ვიყავი ეს ფაქტი არ ვიცოდი .დოგმად დამკვიდრა დღემდე და განმეორებადი ბრონქიტის დროს ,სოფლის ექიმიდან——- ცნობილი პროფესორის ჩათვლით ,ყველა ნიშნავდა და ნიშნავს ბრონქის იმუნურ მედიკამენტს,რომლის სახელი ყველა არაექიმმაც იცის. არასასურველია წამლების დასახელება, რომ რეკლამა ან ანტირეკლამა არ გამოვიდეს. მე არ ვნიშნავდი ამას და ფილტვების პრობლემისას, ყოველთვის, პანკრეასის ჰორმონებსა და ფერმენტებზე მქონდა ფონური აქცენტი. ამის ფაქტები შემონახულია უამრავი დანიშნულების სახით. წამლის, გაუაზრებელი, ხელოვნური ზეწოლა ადამიანებისთვის საზიანოა. ყოველთვის მექანიზმებს უნდა ჩავუკვირდეთ. გენიალურად ითვლება, ანდერსენის აღმოჩენა მსოფლიო მედიცინაში. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენში ყველგან ვერ მოიკიდა ფეხი ბოლომდე. შემდეგ ეტაპზე მედიცინის მეცნიერებმა, ცილის მარკერების საშუალებით, მეშვიდე ქრომოსომაში მუტაციები აღმოაჩინეს. 1989 წელს ტორონტოს მკვლევარებმა პანკრეასის კისტური ფიბროზის მაკონტოლებელი გენიც აღმოაჩინეს. ჩემი ნაცნობები დიდი ხანია ხედავენ, რომ ბევრ რამეს პანკრეასს და შესაბამისად, ღვიძლს ვუკავშირებ. სამწუხაროდ ,ჩვენში კიდევ დარჩა ზოგი სამედიცინო რგოლი, სადაც პანკრეასზე , მხოლოდ, მაშინ იეჭვებენ, როცა ადამიანი სარტყელისებური მტანჯველი ტკივილისგან ყვირის. სავარაუდოდ, ეს განწყობა სადაც არის, კიდევ დარჩება ძალიან დიდხანს. არის ბევრი შემთხვევა , ადამიანები იტანჯებიან პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობებით და მათი არასწორი დიაგნოზი, ხშირ შემთხვევაში—- ნევროზია. სახსრის პრობლემა ქრონიკულში რომ გადავა , იქ ფონად უძლიერესი ფონის——პანკრეასის კისტური ფიბროზია. მსუქანს რომ გახდომა უჭირს, იქ ფონად უძლიერესი გამოხატულების——პანკრეასის კისტური ფიბროზია და წონის დაკლებას ხელს უშლის პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობა. ქალური სასქესო ორგანოების—–ყველა პოლიპის, კისტის, მასტოპათიის თუ ფიბროზის უკან, ერთ მიზეზად პანკრასის კისტური ფიბროზი დგას.კისტური ფიბროზის ყველაზე ხშირი და საყვარელი ლოკალიზაციაა—-სასქესო ორგანოები ,ღვიძლი და სასუნთქი სისტემა. კოვიდის დროს გარდაცვლილებს, ყველას ამის ფონი ჰქონდა. რადგან, ფილტვები კრიტიკულ მდგომარეობამდე, მხოლოდ ამ ფონის დროს მიდიან. ყველა ბოტკინგადატანილს, ყველა ცეჰეპატიტგადატანილს, ამ დაავადების ძლიერი ფონი აქვს .სახსრების, სიმსუქნის, შაკიკის, დერმატიტის, ფსორიაზის , საშვილოსმოს მიკრობული ფლორის,ჩიყვების,ღვიძლის, სინუსიტის და ბევრი პრობლემის მორჩენა , სწორადაც რომ წარიმართოს მკურნალობა,იმიტომ ხანგრძლივდება, რომ ამ დაავადების მძიმე ფონია.
პანკრეასის კისტური ფიბროზი ყველაზე მეტად და აგრესიულად აზიანებს და შლის ——–ფილტვს და მთელს სასუნთ სისტემას; თირკმლებს, პანკრეასს, ღვიძლს, კუჭ-ნაწლავს და სასქესო ორგანოებს.ავიღოთ, თქვენთვის ყველაზე მარტივი————- გაციება. მსოფლიოს მაღალი მედიცინა, დღემდე ვერ მიხვდა რა არის გაციება და ბოლომდე რა ხდება ამ დროს. კოვიდის დროს ტიპური ფორმები გაციებით იწყებოდა, ატიპურები კი უსიმპტომოდ. გაციება არის ყველაზე სერიოზული იმუნური ტრამპლინი, ადამიანის ჰისტოლოგიურ დონემდე დასაზიანებლად. კოვიდამდე ამ ფენომენის დროს, სახლშიც არ რჩებოდნენ და სიცხეებითაც საზოგადოებაში დადიოდნენ. ძალიან ბევრს ვაპროტესტებდი და ხშირად , გაციებული ადამიანების ამ უდიერ, საკუთარი თავის დამზიანებელ საქციელს. გაციებაზე ვსაუბრობ და არა ვირუსზე მაღალი სიცხეებით. გაციება ანუ მწვავე რესპირაციული დაავადება ——-ცხვირში გამონადენით და სუბფებრილური ტემპერატურით. ხშირად განმიმარტავს—-გაციება სამედიცინო აკადემიური სტანდარტით, ეტევა 4 ან ხუთ დღეში. თუ შემდეგ დღეებში ლორწოს გამოყოფა გაგიგრძელდათ ან ცხვირიდან სქელი გამონადენია, ეს არის გართულება ან სინუსიტით—–ძვლიანი წიაღების ანთების ელემენტებით ან სხვა დაავადებებით. რაც მეტია და გახანგრძლივებულია დროში, გამონადენი ან ნახველი და ლორწო; რაც ძნელია მისი ევაკუაცია ორგანიზმიდან, მით სახეზეა პანკრეასის კისტოფიბროზი. ყოველი გაციების გახანგრძლივება და მისი სისტემაში დროზე არ ჩაყენება, საწინდარია ,არა მარტო ბავშვის ზრდა- განვითარების შეჩერების, არამედ, ბევრი პრობლემის ჩამოყალიბების, მამაკაცების უნაყოფობის და ერექციული ფუნქციების დასუსტების ჩათვლით. ნახველის, ცხვირიდან გამონადენის ან ლორწოს გახანგრძლივება დიდი სიგნალია პანკრეასიდან , რომ ჯანმრთელობის პროფილაქტიკა ამ დროს სასიცოცხლოა. ამიტომ სიტყვები -ერთი თვეა გაციება ვერ მოვირჩინე—— ძალიან უადგილოა. მეექვსე დღიდან გაციების ვადა ამოწურულია და არსებული ლორწო და ნახველი ან ცხვირიდან გამონადენი——- პანკრეასის პრობლემის გამოა. თუ მაგალითად, ბავშვს თავიდანვე , გაციების ან ბრონქიტის ან ფილტვების ანთების დროს, პირველი დღეებიდავე სქელი გამონადენი აქვს, მას დღეს განხილულ პრობლემაზე სასწრაფოდ უნდა გაკონტროლება. ავიღოთ სინუსიტი ან რინიტი, რომლებზეც წლობით ეწამება ადამიანები და მრავალფეროვან მკურნალობებს იტარებენ, რთული იმუნური კომპლექსების ჩათვლით. სრულიად უსარგებლოდ, ადამიანები ამ დროს სვამენ – ალერგიის ბევრ მედიკამენტს . თუ ამ დროს ტექნიკური დაზიანება გამორიცხულია, ალერგიის წამლები, უმწეობა და მექანიზმების უცოდინარობაა .ქრონიკული რინიტისა და სინუსიტის დროს, გაავებულ ატიპურ ცილას და მის შედეგებს უნდა ვებრძოლოთ, პანკრეასის ჰორმონების და ფერმენტული ცვლის დაბალანსებით. რომელიც თავის თავში მოიცავს მჟავა- ტუტოვანი წონასწორობის შექმნას. რაც წარმოადგენს , სინუსიტის ან რინიტის უშუალო მაპროვოცირებელს.
კისტური ფიბროზი ჩამოყალიბდება, მემბრანული განვლადობის, სისტემაში მომყვანი ცილის——cftr გენის მუტაციით. მუტანტური კოპირების შემცველი ადამიანები უფრო ჯანმრთელები , მაგრამ ამ გენის მტარებლებია. აქედან განიხილება ატიპური ფორმები. ეს ცილა მთავარი როლშია—–ოფლის, ლორწოს და კუჭ-ნაწლავის მომნელებელი წვენების შექმნის დროს. თუ ბავშვს კლასიკური მუკოვისციდოზი აქვს, მისი გულმკერდი დეფორმაციისკენ იქნება მიდრეკილი. ფეკალია ცუდი სუნისაა და ცხიმის ელემენტებით. მშობელმა, ბავშვის ფეკალიაში ცხიმის წვეთებზე დიდი ყურადღება და რეაქცია უნდა გამოიჩინოს. კლასიკური ფორმის დროს, ბავშვები ძალიან ბევრ ნატრიუმს და ქლორს კარგავენ. ამიტომ, მარილების დაქვეითების მკაცრი კონტროლი უნდა მოხდეს. ანუ მარილი ზღვარს ქვევით არ დაქვეითდეს. ასეთი ბავშვებისთვის ზომიერად სპორტით დატვირთვა აუცილებელია. რაც შეეხება ელექტროლიტურ დანაკარგებს, უფრო მეტად ზაფხულში უნდა კონტროლი, მაღალ ტემპერატურაზე. თუ ბავშვი თამაშისას, სითხის ნაკლებობისგან გამოშრა,ის შეიძლება კოლაფსში ჩავარდეს თირკმლის მწვავე უკმარისობის გამო .ჩვენი უკონტროლო მედიცინის გამო, ნაკლებადმტკიცე მენტალობის, გაუნათლებელმა ადამიანებმა, რომლებსაც სამედიცინო განათლება არა აქვთ, ბევრი არაადექვატური მანერები აითვისეს და საჯარო სივრცითაც მოუწოდებენ სხვებს მათ გასაცნობად. პროფესიონალიზმის მცნებამ რომ მნიშვნელობა დაკარგა ამ ქვეყანაში, ამის ერთი მაგალითია ეს. ასევე დაინერგა მარილის სულ ამოღების მოწოდებები. ეს ნიშნავს, რომ ელექტროლიტების ბალანსი დააზიანო, რისი შედეგია სიმჟავე ან მისი საპირისპირო პათოლოგიური მდგომარეობები. სიცოცხლისათვის საჭიროა ბალანსი. მარილის სრული შეზღუდვა ისევე ანგრევს ორგანიზმს,როგორც სიჭარბე. მთავარია ზომიერების გრძნობა ფსიქიკაში და ბალანსის მცდელობა კვებაში. ერთ-ერთი მიზეზი ამ დაავადების დროს, ხშირი ბრონქიტების, რაც დაადგინა კვლევებით ჩვენმა სახელოვანმა, აწ გარდაცვლილმა, უდიდესმა პედიატრმა იოსებ კვაჭაძემ, არის ინტერფერონის ნაკლებობა. სტატისტიკურად აღწერილია, რომ წინა საუკუნეში, კლასიკური კისტური ფიბროზით ბავშვი, მხოლოდ ერთი წელი ცოცხლობდა. ახლა სიცოცხლის პრობლემა აღარ არის. ასეთ ბავშვს კანზე მარილის სუნი აქვს და კლასიკური ფორმის დროს, წონაში ვერ იმატებს; გაციების გახანგრძლივებისას,სქელი გამონადენი აქვს, ხან შეყვითლებული; ხშირად ცივდება და ბრონქიტებიც უმეორდება. ბავშვებში ამ დაავადების გამოხატულება ძალიან ინდივიდუალურია. მაგალითად , შეიძლება ბავშვი მხოლოდ იმით გამოხატავდეს ამ დაავადებას, რომ სკოლაში თანატოლებს სიმაღლეში ჩამორჩებოდეს. მაგრამ, მუტანტური ცილა ყველას აქვს, რომელიც ლორწოს ძნელად ათხიერებს. ეს კი რომელიმე ასაკში სხვა დაავადების საწინდარი იქნება. თუ კისტური ფიბროზის კლასიკური ფორმაა დაბადებისთანავე, ახალშობილს მეკონიური გაუვალობა აქვს.ბავშვი რომ ზრდა-განვითარებაში დაბადებიდან ჩამორჩება——————ამ დროს მთავარ სამიზნედ უნდა ავიღოთ კორტიზოლის მართვა. ეს სიტყვები ძალიან მაღალი დონის მედიცინის სტანდარტებს მიეკუთვნება და ბუნებრივია, ყველა დონეზე დანერგილი არ არის. თანამედროვე მსოფლიო პედიატრიის სტანდარტით——ბავშვს რომელიც ზრდა -განვითარებაში ჩამორჩება, აუცილებლად უნდა ავუღოთ ანალიზი კორტიზოლზე. თუ ეს ყველგან დაინერგება ,მივესალმები, რადგან ამას დიდი ხანია ვაკეთებ და აღარ იქნება გაოცებული კითხვები ჩემს მიმართ.იმიტომ უნდა კორტიზოლზე გადევნება, რომ ამ ფენომენის დარღვევა, უპირველესად ,მეტაბოლიზმის მოშლაა და ბავშვებში, ყოველთვის ატიპური რაქიტითაა გამოხატული. პედიატრიულ კონტიგენტში ამ პრობლემას ყოველთვის კორტიზოლის კონტროლით ვმკურნალობდი. დააკვირდით მექანიზმებზე ორიენტირებული ექიმები როგორ ვმკურნალობთ, ზრდასრულებში მეტაბოლიზმის მოშლას, რომელიც ბევრი პრობლემით გამოიხატება, მაგალითად ,ქოლესტერინის სიჭარბით.ამ დროს საბრძოლი მიზანი, რომლის წინააღმდეგ არის მიმართული ყველა დანიშნულება და ყველაფერი————-კორტიზოლია. ქოლესტერინის, ღვიძლის, გულის, სისხლძარღვების, დიაბეტის, შაკიკის, დეპრესიის, ტვინის დაავადებების, სიმსუქნის, ძლიერი სიგამხდრის , დერმატიტის, ფსორიაზის, ალერგიების, თრომბოზების, ტინიტუსის და კიდევ ბევრი დაავადების მკურნალობის დროს—————————— თუ მკურნალობისას,სამიზნეზე არ ავიღებთ კორტიზოლის და ინსულინრეზისტენტობის მართვას ,რაც თავისთავად კორტიზოლის დისბალანსითაა გამოწვეული, ყველა მედიკამენტი წყალშია ჩაყრილი. მედიცინაში დიფერენცირებულია 15 ნატურალური მედიკამენტის ჩამონათვალი, რომლებიც აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული ინსულინრეზისტენტობის და კორტიზოლის დასარეგულირებლად, სხვა წამლებთან ერთად,დარღვეული ფიზიოლოგიური რეაქციების აღდგენის კომპლექსში.მაგრამ, მათი ჩართვა ყველასთვის მკაცრად ინდივიდუალურია, ადამიანის კონკრეტული ფიზიოლოგიური დარღვევის გათვალისწინებით. ზრდასრულებში, მარტო მეტფორმინზე დაყრდნობა ამ დროს, უკვე მოძველებულ და გაუმართლებელ სტილად ითვლება. მეტფორმინის უმწეობაზე შედეგებში, ამერიკული და ევროპული ენდოკრინოლოგიური სკოლები და გაერთიანებები უკვე ხაზგასმით მიუთითებენ. განვითარებაში ჩამორჩენილი ბავშვის მკურნალობის დროს, თუ არ იქნება კონტროლზე—— კორტიზოლი, ინსულინრეზისტენტობა, პანკრეასის კისტოფიბროზი და ატიპური დიაბეტი; წონაშიც რომ მოიმატოს, ასეთი ბავშვი მაინც, ზრდასრულობაში, მეტაბოლიზმის დაზიანებისთვისაა განწირული. როცა ადამიანებს გულძმარვა ან სიმჟავის მატება ან ყაბზობა აქვთ, მკურნალობაში მთავარ სამიზნედ პანკრეასის კისტოფიბროზი უნდა ავიღოთ. ქალებში უშვილობის და სანაღვლეს პრობლემა შერწყმული თუ არის, მაშინ პანკრეასის კისტოფიბროზის ძლიერი ფონია და აუცილებლად დააზიანებს ტვინსა და სისხლძარღვებს მალე.სიმჟავის დროს,ყოველთვის პანკრეასის კისტოფიბროზია და კორტიზოლის ცვლის მოშლა . ამიტომ, მარტო ომეპრაზოლებით ზეწოლა და ასე ხანგრძლივად, როგორც ჩვენში ხდება და რასაც ხშირად ავღნიშნავ—— დანაშაულია ორგანიზმის ფიზიოლოგიის და სიცოცხლის წინაშე. მითუმეტეს, თანამედროვე ევროპული კვლევებით, ომეპრაზოლების ტიპის მედიკამენტების ხანგრძლივი გამოყენება, დადასტურდა კიბოს მაპროვოცირებელ ფაქტორად.გინეკოლოგის ქრონიკული დანიშნულების მქონე ქალები ,პანკრეასის კისტოფიბროზის ფონით ავადობენ. ადამიანების სიცოცხლისათვის, მედიცინა ბოლომდე უნდა გამოფხიზლდეს. რადგან————————-ატიპური, ქრონიკული, ლატენტური, ჩუმი , პანკრეასის კისტოფიბროზი , ყველა ასაკის ადამიანის, ყველაზე ხშირი მკვლელია ამ საუკუნეში. ლორწოს სისქელე აზიანებს ღვიძლს. ამ მიზეზის გამო აქვს, ნაღველი შესქელებული ადამიანების უმრავლესობას. რომელიც ექოზე ხან ჩანს ხან არ ჩანს .მითუმეტეს, ექოსკოპია რომ გიწერს——-ნაღვლის ნალექია გამოხატული—–ეს კლასიკური ვითარებაა და ნიშანია ამ დაავადების .დახავსებულ, საუკუნეებით ჩამორჩენილ მედიცინას ნიშნავს ,ექოზე, გასქელებული ნაღვლის დაფიქსირებისას განგაშის არგამოცხადება ან მარტო ნაღვლის ბუშტზე ძველი სტანდარტებით ზრუნვა. ლორწოვანი, სქელი ნაღველი ახშობს სადინარებს .გული ბევრჯერ გაჩერებულა, მაგრამ ადამიანი გაცოცხლებულა. ნაღველი რომ სულ გაჩერდება, მაშინ კონსტანტირდება მდგომარეობა——–სიკვდილი. კისტოფიბროზის მთავარი სამიზნე———- ნაღვლის გასქელებაა. აქედან იწყება უამრავი პრობლემა .ეს თანდათან ფლეთს ღვიძლის უნაზეს პარენქიმას. ციროზები ამის შედეგია. ხოლო სტატისტიკურად, ბავშვთა ციროზების 98 პროცენტი პანკრეასის კისტოფიბროზის მიზეზითაა. ამ მექანიზმების შედეგად, ღვიძლის გაწებებული ქსოვილი, ფუნქციებს სუსტად ასრულებს. ღვიძლი ამ დროს——-ვეღარ ფილტრავს ტოქსინებს, ალერგენებს; ვერ ატრანსპორტირებს სასიცოცხლო ცილებს; ვერ ახდენს კოაგულაციური ფაქტორების მართვას , რომელთა დარღვევა იწვევს თრომბულ ფაქტორებს და თრომბირების მუდმივ გადასროლას ტვინის ქსოვილში. ამ მძიმე მექანიზმების დროს , ადამიანის გარეგნული ჩივილი, შეიძლება მხოლოდ იყოს————————— პერიოდული მცირე წნევა,რომელიც ძნელად ექვემდებარება დამწევ მედიკამენტებს ;პერიოდული მცირე თავის ტკივილი, მცირე თავბრუხვევა, მუცლის ღრუს პერიოდული დისკომფორტი. სტატისტიკით,კისტური ფიბროზის დროს, სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზი დაზიანებული ღვიძლია. დერმატიტების და ალერგიების მთავარი მაპროვოცირებელი——- გასქელებული ნაღველია.სანამ ამას ვერ აღვიქვამთ ბოლომდე, სულ უშედეგო და დროებითი იქნება ალერგიების მკურნალობა. პანკრეასის კისტოფიბროზი იწვევს კისტოფიბროზული ტიპის დიაბეტის განვითარებას.დიაბეტის დროსაც უნდა ჰკითხოთ ექიმს, რომელი ტიპის დიაბეტი გაქვთ და წნევის დროსაც უნდა ჰკითხოთ——-რა მიზეზი აქვს თქვენს წნევას. წნევას სხვადასხვა მიზეზები აქვს. მაგრამ, ყველა ტიპის წნევის მიზეზში, ერთი მთავარი ფაქტორი——–პანკრეასის კისტოფიბროზია. ცნობილია, როგორ წვალობენ უშვილო წყვილები ჩასახვისთვის.ხან, არასაჭირო მკურნალობის კურსებსაც იტარებენ. მკურნალობის რამდენ კურსებს იტარებენ. ევროპული სტატისტიკით და ამერიკული მედიცინის დიდი კვლევებით, ,ქალისა და კაცის უნაყოფობის მიზეზი 98 პროცენტში———კისტური ფიბროზია პანკრეასის. ამ დაავადების მექანიზმში დომინირებს ფენილალანინის ცვლის დარღვევაც. როგორც ვთქვი, დღეს განხილული დავაადება გენების მუტაციის დონეზე აუტოსომურ- რეცესიულია.ამ დაავადების სიხშირეს და სიმძიმეს განსაზღვრავენ გენეტიკური მახასიათებლები. მაგალითად, მანოზა დაკავშირებული ლექტინი—–mannan binding lectin.რომელიც საერთოდ, აკონტროლებს თანდაყოლილ იმუნიტეტს , ფაგოციტოზს და შემდგომ იმუნიტეტს. ფაგოციტოზი იცით —-ლეიკოციტების ფუნქცია -მავნე აგენტები გამოაძევოს ორგანიზმიდან. ამ ცილის აქტივობის შემცირებასა და გაზრდაზეა დამოკიდებული, ფილტვების დაზიანება, ასთმა, ფილტვის კიბოს დამართების შანსი, ფილტვის ანთების დამართების შანსი და ყველაფერი სასუნთქი სისტემის ირგვლივ და არამარტო სასუნთქის. Cftr-ში -ცილაში გამჟღავნებული მუცატია ,იწვევს კისტურ ფიბროზს. Cftr ცილა მაგისტრალია. ის ზედამხედველობს —-წყლისა და ქლორის იონების ტრანზიტს, უჯრედსა და უჯრედგარეთა სივრცეში. როცა ეს მაგისტრალი ფიზიოლოგიურ ნორმაშია, იონებიც ფიზიოლოგიურ ნორმებში მოქმედებენ. როცა cftr ცილა ვერ ან შეფერხებით მუშაობს, მაშინ იონებს არ შეუძლიათ გარეთ გამოძვრომა.რადგან, მაგისტრალი ბლოკირებულია. აი ეს იწვევს კისტურ ფიბროზს. ამ მექანიზმის შედეგად გროვდება ბევრი ნახველი ან ლორწო ფილტვშ ი ან სხვა ორგანოებში.იმის მიხედვით , თუ რა ფორმაა ამ დაავადების და რომელ ორგანოშია ანთებითი პროცესი. შესქელებული სეკრეტით გასასვლელების დახშობა ავითარებს ინფექციებს ფილტვებში და სხვა ორგანოებში. იონების გადაადგილების დეფექტი ქმნის ზედმეტ ლორწოს და ნახველს ან შესქელებულ გამონადენს ცხვირიდან. იგივე ცილა რაც არის ფილტვებში, სხვა ორგანოებშიცაა ,რითაც აიხსნება ასეთი მექანიზმის ანთებები. ის რომ მსუქანი ხარ და გახდომა გიჭირს; ის რომ დაზიანებული ღვიძლი ამიაკს და სხვა მომწამლავ ნაერთებს მუდმივად გზავნის სანაღვლედან ტვინში; ამის გამო კი ,ხან შაკიკის შეტევა გაქვს და საბოლოოდ ინსულტისთვის მზადდება ტვინის ქსოვილი; ის რომ დიაბეტი გაქვს და სისხლძარღვები და ნერვული უჯრედები თანდათან იცვითება და იფიტება;ის რომ ფილტვი ვირუსის დროს გღალატობს, ანთება გემართება ან გაციებისა და ბრონქიტის დროს, წებოვანი ლორწო და ნახველი დიდხანს არ გშორდება;ის რომ კუჭ-ნაწლავის პრობლემები——-ან კოლიტი ან დიარეა ან წყლული ან ჰემოროი ან სხვა გტანჯავს;ის რომ სასქესო სისტემის დაავადებები ქრონიკულად გაქვს და სიმსივნის შანსიც ახლოსაა; ის რომ შაკიკი ან ტინიტუსი ან თავბრუხვევა გტანჯავს და კიდევ ბევრი სხვა პრობლემა, რომლებსაც ქვევით განვიხილავ—————-ეს არის პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობის შედეგი. შაკიკი ბევრ ადამიანს აქვს, მაგრამ შეტევა მხოლოდ მაშინ იწყება, როცა პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობის პიკი დგება. ადამიანს ღვიძლზე ჰემანგიომა რომ გამოესხმება ან ოდნავ მომატებულ წნევაზე, თავი ძალიან რომ ტკივა ან შაკიკის შეტევა რომ დაიწყება ან სეროტონინს რომ აგიწევს და აგზნებას განავითარებს ან ტინიტუსს რომ უფრო ააჟღერადებს ან ასთმის სინდრომი სუნთქვას გიკეტავს ან ბავშვს ბრონქიტს რამდენიმეჯერ დამართებს ან ბავშვის განვითარებას შეაჩერებ ს ა ნ ქოლესტერინს რომ მოგიჭარბებს და კიდევ სხვა უამრავ პრობლემას——————– ჭკვიანმა პანკრეასმა , უკვე დაზიანებული ვარო, მეტი რა სიგნალი მოგცეს .რა თქმა უნდა დაავადებების და სინდრომების ჩამოყალიბებაში ,უამრავი სხვა ტიპის დარღვევაც ერთვება. უპირველესად კი, ამინომჟავების რღვევა. მაგრამ,ამ შემთხვევებში, უშუალო განმხორციელებელი მიზეზი პათოლოგიების———————- პანკრეასის და ღვიძლის უკმარისობებია.რაც შეეხება სიგარეტის მწეველთა უხვნახველიანობას, ეს ცალკე განსახილველი უმნიშვნელოვანესი თემაა და ბევრი სასიცოცხლო დეტალები აქვს. მდაბიო განმარტება იშვიათ შემთხვევებზე—– 100წელი ეწეოდა და იცოცხლა, ყველაზე ვერ გავრცელდება. მწეველებს, საკუთარ კისტურ ფიბროზთან ადაპტირება აქვთ. მათი აპოპტოზი ანუ დაზიანებული და მკვდარი უჯრედების განეიტრალების უნარი,მხოლოდ, სიგარეტის სიამოვნებას ეწირება და არ მუშაობს სიცოცხლის გახანგრძლივებაზე. ამიტომ, მწეველმა ,რომ უფრო მეტ ხანს იცოცხლოს, პირადმა ექიმმა გონიერად და მუდმივად უნდა მართოს და ანეიტრალოს მისი კისტური ფიბროზის მავნე შედეგები.
პანკრეასის ეგზოკრინული ფუნქციის ფიზიოლოგიურად განხორციელების ბაზისია, მისი საჭმლის მომნელებელი წვენი.ი ს 90 პროცენტი წყალია და 10 პროცენტი ნალექი.ნალექში არის——-ცილები, მინერალები და პანკრეასის ფერმენტები———–ტრიფსინი, ქიმოტრიფსინი, კარბოქსიპეპტიდაზა, ელასტაზა, ნუკლეაზა, ამინოპეპიდაზა,კოლაგენაზა, დიპეპტიდაზა, ამილაზა, მალტაზა, ლაქტაზა, ლიფოკაზა, ინვერტაზა . ესენი ყველა ნორმაში უნდა იყოს, რომ ეგზოკრინული ფუნქცია ფიზიოლოგიურად მიმდინარეობდეს. თუ ესენი ნორმაა, მაშინ არ იქნება———-ასთმა, ფქოდი ანუ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქცული უკმარისობა; ფილტვების ანთებები,შაკიკის შეტევა; ბრონქიტები,კუჭ-ნაწლავის დაავადებები; სახსრების დაავადებები;უშვილობა და კიდევ ბევრი დაავადება. ნორმა არ ნიშნავს მარტო დაკლებულის შევსებას. მათი ცვლის ციკლის ფიზიოლოგიური რეაქციების ყველა მონაწილე კომპონენტი ამ რეაქციების ბალანსს უნდა ავსებდეს. მეორე ნაწილში დეტალურად ავხსნი, თუ რომელ ფერმენტს და ჰორმონს რომლებიც უშუალოდ პანკრეასზე მუშაობენ რა ფუნქციები აქვს. პანკრეასის წვენის ელექტროლიტები და მინერალები თუ ნორმაშია——-ნატრიუმი, კალიუმი, ქლორი, კალციუმი,მაგნიუმი,თუთია, სპილენძი, ბიკარბონატები და სხვები————-მაშინ განეიტრალებულია კუჭის სიმჟავე. ანუ თუ აქ ბალანსი არის და ეს მინერალები ნორმაშია, სიმჟავე არ არსებობს და ადამიანებს გულძმარვის ფენომენი არ აწუხებთ. ამიტომ ,ომეპრაზოლების ხანგრძლივი გამოყენება, მედიცინაში დაბალი განვითარების მკვეთრი ნიშანია. სიმჟავის ფიზიოლოგიურად დაბალანსება უამრავი დაავადების აცილებაა, ხოლო სიმჟავის ასე ძალად დაწევა, მხოლოდ ფიზიოლოგიურ დისბალანსს იწვევს და სხვა, მეორე პათოლოგიურ სინდრომად გამოვლინდება. უამრავი ევროპული კვლევით და სამედიცინო პრაქტიკით—– თუ პანკრეასის წვენში მინერალების ბალანსი დაცულია,ბაქტერიოციდული ეფექტი გარანტირებულია. ანუ თითქმის აღარ იქნება ორგანიზმში——–სოკოები, ბაქტერიები, პარაზიტები. დღევანდელი ეპოქა გამოირჩევა პარაზიტების განსაცვიფრებელი ბუმით ყველა ორგანოში ————————ტვინში, ფილტვში, გულში, პანკრეასში , ღვიძლში და სხვა. როცა კისტური ფიბროზის ფონია ნებისმიერ ორგანოში და მკურნალობის ჩათავების შემდეგ, ადამიანს ან ნახველი ან ლორწო კიდევ აღენიშნება , ეს იმას ნიშნავს, რომ პანკრეასის წვენში მინერალური ბალანსი დარღვეული რჩება. ამის შემდეგ აქ იდეალური ფონია ——–ბაქტერიების, პარაზიტების და სოკოების გასამრავლებლად. რადგან, მათ ამ ლორწოვან ჭაობში უყვართ ცხოვრება. შესაბამისად ,იწვევენ უამრავ დაავადებებს და ანთებებს. ბოლომდე მოურჩენელი, ნებისმიერი დაავადება არის, ბაქტერიების და პარაზიტების გამრავლების საუკეთესო ფონი. ამხელა , სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს მინერალებს.ისინი ქმნიან ცილებს, ამინომჟავებს, მჟავებს ანუ მონაწილეობენ ადამიანის სასიციცხლო ფიზიოლოგიურ შენებაში. ცოცხალი ადამიანი, ათასობით ფიზიოლოგიური რეაქციების ჯამია, რომლებიც სიცოცხლის დასასრულამდე უწყვეტად მიმდინარეობენ. მაგრამ, ექიმის კლასიკა სიცოცხლის გადასარჩენად იმაში მდგომარეობს, რომ ზუსტად განსაზღვროს————რომელი, სად და რამდენი.როგორც ნაკლებობა აზიანებს, ისე მეტობაც, ასევე მის კომპლექსში , მისი მაბალანსირებელი კომპონენტების დისბალანსი. ფიზიოლოგიური რეაქციების სწორად და ბალანსირებულად მიმდინარეობა , ზუსტად სიცოცხლის და ჯანმრთელობის იდენტურია. უმიზნოდ და გაუაზრებლად დანიშნული ნებისმიერი მედიკამენტი, ჩვეულებრივი მკვლელია და ამ რეაქციების ამრევი. მინერალების ბალანსის დარღვევა ანადგურებს პანკრეასს და არა მარტო მას. სიმჟავეს ამატებს, ცილებისა და ამინომჟავების დაშლას ხელს უწყობს, რაც ნებისმიერი დაავადების ფონია. ტვინი, ორგანიზმის გადასარჩენად, თითოეული მინერალის პრობლემის გამო, უამრავ სიგნალს აძლევს ექიმს და პაციენტს .მაგალითად, მაგნიუმის ცვლის დარღვევის გამოა——რამდენიმე ტიპის წნევა, კუნთების დაჭიმვა,დაბუჟება და ბევრი სხვა ჩივილი. ასევე გვესაუბრება ჩივილებით, სხვა მინერალების დისკომფორტი.თუ ექიმი მენტალურად ბოლომდე საღია, რაც ცოდნასთან ერთად უკიდურესად მნიშვნელოვანია,ის არ დანიშნავს იმ წამალს, რომელიც ზუსტად არ სჭირდება პაციენტს. ექიმის გადაწყვეტილება, მსოფლიო მედიცინის მეცნიერების ბოლო სტანდარტში უნდა იყოს და ამასთანავე, რაც მთავარია, ექიმს ბევრჯერ უნდა ჰ ქონდეს ეს, თავისი პრაქტიკით დადასტურებული. კისტური ფიბროზის გამო, დაავადების სწრაფი მორჩენა, ხანგრძლივდება ისედაც. ხოლო ეკონომიკური ვითარების გამო, მკურნალობაჩაუთავებელი, გზაზე მიტოვებული დაავადებები, ანადგურებენ ადამიანების ცხოვრებას. ამას ერთვის ხალხში სამედიცინო განათლების დაბალი დონე. 5 დღის შემდეგ თავისით წყვეტენ ანტიბიოტიკს. შეიძლება ანტიბიოტიკი არც სჭირდებოდეს მეორე ეტაპზე. მაგრამ, არსებობს ფილტვების ანთების ტიპი, რომელიც თვეებია ორგანიზმში მიუხედავად ადექვატური მკურნალობისა. ის არ ჩანს რენტგენზე და ყველაზე დიდი შანსია ფილტვის სიმსივნის ჩამოყალიბების. კისტური ფიბროზის ფონი და ასევე მას დამატებული, სხვადასხვა ორგანოში დაუმთავრებელი ანთებისგან დატოვებული ლორწო, ანადგურებს ორგანოების ქსოვილებს და ადვილი შანსია სიმსივნის.
პანკრეასის ჰორმონებსა და ფერმენტებზე ჰკიდია მთელი მუცლის ღრუს ბედი, დაწყებული ღვიძლიდან—- სწორი ნაწლავის ჩათვლით.ასევე ფილტვების და სხვა ორგანოების ბედიც .ჯანმრთელია პანკრეასის ფიზიოლოგია? ჯანმრთელია ადამიანი.მსოფლიო მედიცინის დღევანდელი მიღწევები ამ მოწოდებაზე უნდა დავიდეს —————————– ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად,იმისთვის რომ იცოცხლო, მკურნალობის შემდეგ, არ დატოვო მუკუსი და ფლეგმი ორგანიზმში ანუ ნახველი და ლორწო,ორგანოების ანთების შემდეგ. ანთებისგან, მისი შლაკებისგან ბოლომდე სანირებული ორგანო ნიშნავს სიცოცხლეს. მაგრამ, ეს ვერ მიიღწევა, თუ პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობა არ ვაკონტროლეთ და არ მოვარჩინეთ. პანკრეასი, ყველაზე ვერაგი, ყველაზე ჩუმი, ადამიანების კონსპირაციულად დამზიანებელი ორგანოა. თუმცა, თანამედროვე მედიცინას მისი ქმედებები არ ეპარება. მისი ნერვული წნული ყველაზე უნაზესია. ადვილად იღებს ფსიქოლოგიურ დარტყმებს და ამიტომ ერთვება ფსიქოლოგიურად დომინირებული დაავადებების მიმდინარეობაში მთელი სისავსით. მაგალითად, დეპრესიის მკურნალობაში ხელისგულზე უნდა გვქონდეს და ვაკონტროლოთ————–პანკრეასის კისტოფიბროზი, კორტიზოლი და ინსულინრეზისტენტობა. ანტიდეპრესანტების ხანგრძლივი გამოყენება პანკრეასის და ღვიძლისთვის დამაგრეველია .დეპრესიების, აგზნებების, ფსიქიკური დაავადებების მექანიზმები ,მაგისტრალურ ხაზად გადიან ღვიძლისა და პანკრეასის სხეულებში. პანკრეასის კიბოს რამდენიმე სახეობა ექოსკოპიაზეც არ ჩანს. დეტალები კიდევ უამრავია, მაგრამ დიდი ტექსტი არ იდება. გაგრძელება იქნება.
ექიმი მარინა ტოტოჩავა

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share