დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ღონისძიება გაიმართა.
ბენეფიციარების განწყობაზე ადგილობრივმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა და თოჯინების თეატრმა იზრუნა. გაიჭრა სადღესასწაულო ტორტი და პატარებს საჩუქრები გადასცეს.
ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გურიის მხარეში ქეთევან მოისწრაფეშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჭანიშვილი, დარგობრივი კომისიის ხელმძღვანელი ქეთევან ხომერიკი, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე და მერის მოადგილე ნათია გოლიაძე დაესწრნენ.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ 21 მარტი 2011 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დაწესდა. მსოფლიო და საქართველო, ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოების მეტად ინფორმირების მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებას მართავს.