”ამ ხელისუფლებისგან უკვე აღარ გამოვრიცხავ იმას, რომ სააკაშვილი მართლაც გადასცენ რუსეთს, ისეთი მორალური პოზიცია უჭირავს ამ ხელისუფლებას. როდესაც ასობით ბავშვის განადგურება და ქალაქების მიწასთან გასწორება ხდება, ამ დროს შენი ხელისუფალი აცხადებს, რომ რამე ხეირი უნდა ნახოს საქართველოს ეკონომიკამ, ეს ისტორიულად ისეთი სამარცხვინო განცხადებაა, რომ ამის ფონზე სააკაშვილი, რომელიც არ უყვართ, რუსეთს გადასცენ, ჩემი აზრით, ამაში გასაოცარი არაფერი იქნება, თუმცა, ეს ჩვენი ქვეყნისთვის სამარცხვინო იქნება” – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.