“ტექინსპექტირების არ გავლის შეთხვევაში ჯარიმები უნდა გაიზარდოს”-ასოციაცია

გასულ კვირას შინაგან საქმეთა მინისტრის მისამართით პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ ტექინსპექტირების რეფორმის აღსრულებასთან დაკავშირებით შესაბამისი კითხვები გააჟღერა. ბითაძე ამბობს, რომ რეფორმის ბევრად უფრო ეფექტური აღსრულება უნდა მოხდეს. მისი თქმით, ხშირია შემთხვევები, როცა კამერები ტექინსპექტირება არ გავლილ ავტომობილებს ვერ აფიქსირებენ.

პრობლემებზე ჩვენთან საუბრობს ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შიოლაშვილიც, რომელიც აცხადებს, რომ პრობლემურია ჯარიმის ოდენობაც. მისი თქმით, ჯარიმის მცირე ოდენობის გამო , მძღოლებს ყოველთვე 50 ლარის გადახდა უღირთ და ამით ისინი ტექნიკურ ინსპექტირებას თავს არიდებენ. კომპანიები საჯარიმო სანქციების გადახედვასაც ითხოვენ. ამასთან, კერძო სექტორი შესაბამის კანონპროექტს შინაგან საქმეთა სამინისტროგან ელოდება.

“საქართველოს პარლამენტს შინაგან საქმეთა სამინისტროგან უნდა წარედგინოს კანონპროექტი, რომელიც მათ შორის მოიცავს დაჯარიმებებს შორის ინტერვალის შემცირებას. დღეს 30 დღიანი პერიოდია დადგენილი და როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ეს უნდა შემცირდეს 10 დღემდე. ჯარიმების ნაწილში არაადეკვატურად მცირეა ჯარიმების ოდენობა, რომლის გადახედვაც აუცილებლად უნდა მოხდეს.”-აცხადებს ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შიოლაშვილი.

bm.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share