შვეიცარიამ რუსი ოლიგარქს ძვირადღირებული ქონება ჩამოართვა

შვეიცარიის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქ პიტერ ავენს ძვირადღირებული ბინა ჩამოართვა.  ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

ბერნის კანტონის ქონების განყოფილებამ განაცხადა, რომ სახლი  ეკუთვნის ავენს,  რომელსაც შვეიცარია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირედ განიხილავს.  ის  ჯგუფის მთავარი აქციონერია, რომელიც ფლობს რუსეთის უმსხვილეს კერძო ბანკ Alfa-ს.

ადგილობრივი გაზეთის NZZ am Sonntag-ის ცნობით, სამ ოთახიანი ბინა მდებარეობს გოლფის კურორტზე VIP-კომპლექსის მეხუთე სართულზე.

რუსი ოლიგარქი პიტერ ავენი ევროკავშირმა სანქციებში ცოტა ხნის წინ უკრიანაში რუსეთის შეჭრის გამო შეიყვანა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share