გერაშენკო:”ლუკაშენკომ ისევ მოატყუა პუტინი…პუტინის გარემოცვაში მუშავდება ლუკაშენკოს ძალაუფლებიდან ჩამოშორების ვარიანტი…გადატრიალების გზით”

“ლუკაშენკომ ისევ მოატყუა პუტინი.
ლუკაშენკო რუსეთის ფედერაციის ფაშისტ დიქტატორს უკრაინაზე თავდასხმას არაუგვიანეს 21 მარტისა დაპირდა.
სწორედ ამიტომ მოხდა ბელარუსის დიპლომატიის ნარჩენების სრული ევაკუაცია წინა დღეს კიევიდან.
პუტინი მძვინვარებს!”
 – ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო ავრცელებს ინფორმაციას.

მისი ინფორმაციით, ლუკაშენკოს დაავალეს მასირებული შეტევა ლვოვზე ვოლინის გავლით, იმ გზაზე, რომლის მეშვეობითაც, უკრაინაში აშშ-დან, ბრიტანეთიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან იარაღი შედის. უკრაინელი მაღალჩინოსანი წერს, რომ რუსეთი ახლა ლუკაშენკოს ძალაუფლებიდან ჩამოშორების გეგმას ამზადებს:

პუტინის გარემოცვაში მუშავდება ლუკაშენკოს ძალაუფლებიდან ჩამოშორების ვარიანტი, გადატრიალების გზით, რომლის ორგანიზებასაც გეგმავენ რუსეთის დაზვერვის სამსახურები თავიანთ აგენტებთან ერთად კგბ-სა და ბელარუსის შეიარაღებულ ძალებთან ერთად – წერს გერაშენკო.

თუმცა, მისივე ინფორმაციით, ამ გეგმების შესახებ ლუკაშენკომაც იცის და არ არის გამორიცხული,  პუტინის აგენტებისგან თავისი გარემოცვის “გაწმენდა” დაიწყოს – “დაჭამეთ ერთმანეთი”– წერს გერაშენკო სტატუსის ბოლოს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share