ფასების ზრდა და პროდუქციაზე დეფიციტი…როგორ ცხოვრობენ რუსეთში სანქციების შემდეგ?

რუსი ექსპერტების განმარტებით, ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები ძალიან გაიზარდა, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედიასაშუალებები აქვეყნებენ.

„როსსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მხოლოდ გასულ კვირაში სოციალურად მნიშვნელოვანმა პროდუქტებმა დაამატეს ღირებულების თითქმის ნახევარი, კერძოდ:

შაქარი – 38% -ით;

წიწიბურა – 34%;

ფქვილი – 18%;

რძე – 16%;

პური – 12%;

მზესუმზირას ზეთი – 10%.

ფასების ზრდის გარდა ქვეყანაში გარკვეული სახის  დეფიციტიც იგრძნობა. კერძოდ, შაქრის დეფიციტის გამო მთავრობამ ერთ პირზე გაყიდვაზე შეზღუდვა დააწესა. ასევე, რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა, რომ მზად არიან საჭიროების შემთხვევაში დაარეგულირონ სურსათზე ფასები.

რუსეთში სანქციების შემდგომ სამრეწველო საქონელიც ძვირდება. კერძოდ, პანიკის, რუბლის კოლაფსის, საერთაშორისო სანქციების და დეფიციტის გამო. უკრაინასთან ომის დაწყებიდან, უცხოური საყოფაცხოვრებო ქიმიკატების ღირებულება რუსეთში 70%-ზე მეტით გაიზარდა.

ექსპერტების შეფასებით, ფასების ზრდა და პროდუქციაზე დეფიციტი, ქვეყანას მძიმე ეკონომიკურ და პოლიტიკურ სიტუაციებამდე მიიყვანს.

ცნობისთვის, რუსეთს სანქციები 24 თებერვლის შემდგომ დაუწესდა და მათი ოდენობა სულ უფრო იზრდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share