ამერიკული მედიის ცნობით, პენტაგონის მაღალჩინოსნის განცხადებით, სათანადო აღჭურვილობის ნაკლებობას ემატება რუსულ ძალებს შორის საკვებისა და საწვავის დეფიციტი.
მისივე თქმით, რუსეთის არმიას კვლავ აქვს ლოჯისტიკის და მდგრადობის პრობლემები.
“მათ ჯარისკაცებს აქვთ აღჭურვილობის პრობლემა. გვაქვს ინდიკატორები, დავასკვნათ, რომ ზოგიერთი მათგანი ფრონტიდან გაიყვანეს, რადგან გაიყინნენ”. – განაცხადა თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
მისივე განცხადებით, რუსებს ასევე აქვთ სარდლობის პრობლემებიც, რაც ართულებს მათ შორის კომუნიკაციას.