“მთავარი არხის” ჟურნალისტსა და გადაცემის “შენი დილა” წამყვანს, მარიამ გეგუჩაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
საქმე ეხება 7 მარტს, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციას, სადაც აქტივისტები და მოქალაქეები უკრაინის მიმართ საქართველოს მთავრობის პოზიციას აპროტესტებდნენ და ითხოვდნენ: დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთთან; აიკრძალოს რუსული მედიასაშუალებები და დაიკეტოს საჰაერო სივრცე რუსეთისთვის.
მარიამ გეგუჩაძეს შსს წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა.
“დღეს მე, Gvantsa Pertia, Taty Tomasi, Lucas Lomidze დაგვაჯარიმეს 2200 ლარით.
Nata Peradze პროცესი ახლა იქნება.
ჩვენ პარალელურად, ალტ-ინფოს პროცესი მიმდინარეობს.
თქვენი აზრით, ალტ-ინფოს რა განაჩენს გამოუტანენ?”, – წერს მარიამ გეგუჩაძე Facebook-ზე.