“თუ ოზურგეთის მერიაში დასაქმება გინდათ, ჯერ უნდა ლანძღოთ ზელენსკი, მერე მიაყოლოთ მიშა” – მოუწოდებს “ოცნების” გამორჩეულ აქტივს ენმ-ის ადგილობრივი ლიდერი, საკრებულოს დეპუტატი, დავით მჟავანაძე და სქრინებს აქვეყნებს, სადაც სამსახურის მაძიებლები თავის გამოჩენას ცდილობენ:
“როგორც შალვა თავდიშვილი იტყოდა, ჩვენმა ,,გასტროლიორმა” მერმა რეორგანიზაცია დაიწყო, წამზომი ჩართულია, ადგილი ცოტა, მსურეველი ბევრი, ვინც თავს გამოიდებს და დანარჩენ ქოცებს აჯობებს გამარჯვებულიც ის იქნება.
დასაქმების მსურველებს ერთ პატარა საიდუმლოს გაგანდობთ და კარგად დაიმახსოვრეთ, მოკლედ დილა უნდა დაიწყოთ ზელენსკისა და მისი გუნდის ლანძღვა-გინებით, შემდეგ გადადით მიშას დაგმობაზე, დღეში არანაკლებ ხუთჯერ, არც იმის თქმა არ გამოგრჩეთ, რომ ნაციონალური მოძრაობა ომის პარტიაა და საქართველო რუსეთის ომი საქართველომ დაიწყო, შუალედებში ხშირად უნდა ადიდოთ ბიძინა. დღეღამეში არანაკლენ 41 ჯერ, წინააღმდეგ შემთხვევაში ხოტბა ანულირდება და ის აღარ ჩაითვლება.
ქალბატონ თამარ ვანაძეს ფორა აქვს და ვეჭვობ ვინმე დაეწიოს, ამიტომ მას ვულოცავ გარანტირებული სამსახურს.” – წერს მჟავავანაძე.