ჩერნიგოვში რუსები განზრახ ესვრიან მშვიდობიან მოსახლეობას, დაღუპულია 200-მდე მოქალაქე

ჩერნიგოვში რუსები განზრახ ესვრიან მშვიდობიან მოსახლეობას, როგორც ცნობილია, 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, – ამის შესახებ ჩერნიგოვის მერმა ვლადისლავ ატროშენკომ ბრიფინგზე განაცხადა.

„უკვე რამდენიმე კვირაა მშვიდობიანი მოქალაქეებს ესვრიან ყველა ტიპის იარაღიდან. ამის ბევრი მტკიცებულებაა, რომელიც გამოყენებული იქნება საერთაშორისო სასამართლოებში. რუსეთი მიზანმიმართულად ჩადის დანაშაულებრივ ქმედებებს“, – განაცხადა მერმა.

მან მოსახლეობას მოუწოდა, არ დაუჯერონ დატყვევებულ რუს მფრინავებს, რომლებიც ამბობენ, რომ არ იცოდნენ რას ბომბავდნენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share