ჩერნიგოვში რუსები განზრახ ესვრიან მშვიდობიან მოსახლეობას, როგორც ცნობილია, 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, – ამის შესახებ ჩერნიგოვის მერმა ვლადისლავ ატროშენკომ ბრიფინგზე განაცხადა.
„უკვე რამდენიმე კვირაა მშვიდობიანი მოქალაქეებს ესვრიან ყველა ტიპის იარაღიდან. ამის ბევრი მტკიცებულებაა, რომელიც გამოყენებული იქნება საერთაშორისო სასამართლოებში. რუსეთი მიზანმიმართულად ჩადის დანაშაულებრივ ქმედებებს“, – განაცხადა მერმა.
მან მოსახლეობას მოუწოდა, არ დაუჯერონ დატყვევებულ რუს მფრინავებს, რომლებიც ამბობენ, რომ არ იცოდნენ რას ბომბავდნენ.