“ღვთის გულისათვის! ეს კაცი აღარ შეიძლება დარჩეს ძალაუფლების სათავეში!!!” –
უძლიერესი სიტყვით გამოდის ბაიდენი ვარშავაში. მკვეთრ “წითელ ხაზებს” ავლებს და ტონიც კი ზუსტად დაყენებული აქვს ემოციების გასაძლიერებლად.
არაერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება, მაგრამ ერთი, ყველაზე მთავარი არის პირდაპირი მესიჯი რუსეთის მიმართ: – ან მოიცილებთ პუტინს, ან ჩაყვებით საფლავში! სხვა არჩევანი არ გაგაჩნიათ!
ცხადია, “რუსეთში” იგულისხმებიან ოლიგარქები, ფსბ-გენერალიტეტი და ოპოზიცია.
ყველა სხვა დასკვნა და წინასწარმეტყველება რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებაში, ამ მესიჯზე უნდა იქნეს აგებული, რადგან ეს დღეს უკვე ურყევ აქსიომად ჩამოყალიბდა.
“1. უკრაინა არასოდეს იქნება რუსეთის გამარჯვება!
2. ღვთის გულისათვის! ეს კაცი (“ყასაბი”) აღარ შეიძლება დარჩეს ძალაუფლების სათავეში!! “
ეს უკვე ვერდიქტია!!!
პუტლერ კაპუტ!
ახალი ეპოქა დაიწყო ….” – ასე ეხმაურება ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ზურაბ გურული, დღეს პოლონეთში პრეზიდენტ ბაიდენის გამოსვლას, სადაც მან პუტინს ჯალათი უწოდა და განაცხადა , რომ დაუშვებელია, პუტინი ხელისუფლებაში დარჩეს.