როგორ შეიძლება ქალაქი გადაიქცეს გმირად? – უკვე ერთი თვეა, მთელი მსოფლიო ერთი უკრაინული ქალაქის გმირობას უყურებს. ქალაქისა, რომელიც ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, რუსულმა არიამ მიწასთან გაასწორა და სასაკლაოდ გადააქცია.
მარიუპოლი სულ რამდენიმე თვის წინ უკრაინის ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქალაქი იყო, სტრატეგიული პორტით და თანამდეროვე წარმოებით. დღეს კი მისი სტრატეგიული მნიშვნელობისგან აღარაფერია დარჩენილი.
კიდევ რამდენ ხანს გაძლებს მარიუპოლი? სამხედრო ექსპერტებს და ჟურნალისტებს ათასნაირი ვერსია აქვთ. ნაწილი მათგანი მარიუპოლს ამბავს ლენინგრადის ბლოკადას ადარებს, და მართლაც ახლა ამ პატარა უკრაინული პორტის ქუჩები მიცვალებულებითაა სავსე. ნაწილი დრეზდენის ბედს უწინასწარმეტყევებს და ამ შემთხვევაშიც მსგავსება სახეზეა – რუსული არტილერია და ჭურვები იქ მცხოვრებ ადამიანებთან ერთად მარიუპოლს მიწასთან ასწორებს.
პროგნოზების მიუხედავად ქალაქი ისევ დგას. რაც ყველაზე მეტად ბატალიონ “აზოვის” დამსახურებაა. დანაყოფის, რომლისაგანაც რუსული პროპაგანდა 8 წელი მტრის ხატს ქმნიდა, და რომლის განადგურებაც პუტინს ლამის მანიაკალურ ახირებად ექცა.
მთავარი არხი