”უკრაინის ხელისუფლებას, უკრაინის სამთავრობო გუნდს, უკრაინის ლიდერებს, სურთ, რომ მიხეილ სააკაშვილი მათ დაეხმაროს და ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რამხელა იქნება დახმარება თუნდაც დიპლომატიურ ფრონტზე, საერთაშორისო პოლიტიკურ ფრონტზე, ეს ხომ ყველას ძალიან კარგად ესმის. ერთადერთი, ვისაც არ სურს და ეშინია მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე ყოფნის ეს არის პუტინის რეჟიმი. პუტინის რეჟიმი აძლევს დაკვეთას საქართველოს ხელისუფლებას, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იყოს გაყვანილი უკრაინაში.”
ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა აკაკი მინაშვილმა ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემაში “თავისუფალი სტუდია” განაცხადა.