“გადაეცი, რომ მე მათ გავანადგურებ”- ეს სიტყვები შეუთვალა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტს რუსი ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის მეშვეობით. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა THE TIMES ავცრელებს. საქმე ეხება ვოლოდიმირ ზელენსკის წერილს, რომელიც მან რუსეთის პრეზიდენტს აბრამოვიჩის ხელით გაუგზავნა. ზელენსკის წერილში იმ კომპრომისებზე საუბრობს, რომლებზეც კიევი მზადყოფნას გამოთქვამს.
უცხოური გამოცემის ცნობით, 23 მარტს დილით ოლიგარქის კერძო თვითმფრინავი ათათურქის აეროპორტიდან სოჭის მიმართულებით გაფრინდა. ქალაქ მინერალნი ვოდისთან თვითმფრინავმა რადარები გამორთო. იმავე დღეს, საღამოს მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან თვითმფრინავი უკან, სტამბულში დაბრუნდა.
The Times იუწყება, რომ აბრამოვიჩი კრემლში პუტინს შეხვდა, რა დროსაც ზელენსკის წერილი გადასცა. აღნიშნულმა წერილმა პუტინი წყობიდან გამოიყვანა და უკრაინას განადგურებით დაემუქრა.