ლანჩხუთის ვიცე მერმა, ბიძინა იმნაიშვილმა დაკავებული თანამდებობა, გავრცელებული ინფორმაციით, წუხელ დატოვა.
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” ლანჩხუთის მერიიდან აცნობეს.
ოფიციალურად ეს ინფორმაცია ამ დრომდე არ დადასტურებულა, თუმცა წყარო იმნაიშვილის მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზად მის ლანჩხუთის მერთან, ალეკო სარიშვილთან კონფლიქტს ასახელებს.
კონკრეტული მიზეზები, რამ გამოიწვია დაპირისპირება ჯერჯერობით უცნობია.
იმნაიშვილი ლანჩხუთის ვიცე მერის მოვალეობას წლებია ასრულებს და ის ამ თანამდებობაზე სარიშვილის პირველი ვადით არჩევის შემდეგ იკავებდა.
“გურიის მოამბე” ლანჩხუთის მერიაში ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობს.