შუა საუკუნეებში რომ ვცხოვრობდეთ, მეფის გამრთობი იქნებოდა- ოქრუაშვილი ივანიშვილზე

“ბიძინა ივანიშვილი ისე დააბერა 8 წელიწადში ძალაუფლებამ, რომ ბოლო დროს ფარშევანგივითაა.”- ამის შესახებ  „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, ივანიშვილი გავს იმ ადამიანს, რომელიც ოცკაციან სუფრაზე გამრთობად დაყავთ.

„მაინც რაღაცნაირი საყვარელი ბიჭია. მერე რა, რომ ხანდახან შემომეკენწლება ხოლმე. არა, ბოლო დროს რაღა ბიჭია, ფარშევანგივითაა, ისე დააბერა 8 წელიწადში ხალხმა და ძალაუფლებამ. როგორი ტიპია იცით? ოცკაციან სუფრაზე გამრთობები რომ დაყავთ ხოლმე და მაგრად მასხრობენ, აი ეგეთი პოზიტიურია ამ ვიდეოში. შუა საუკუნეებში რომ ვცხოვრობდეთ მეფის საუკეთესი გამრთობი იქნებოდა“,- წერს სოციალურ ქსელში ოქრუაშვილი.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share