”მიხეილ სააკაშვილს საჩივარი არ გაუგზავნია და იუსტიციის სამინისტრომ ლამის დავლური დაუარა ბრიფინგზე იმ საქმის მოგებას, რომელიც წარმოებაში არ იყო.”
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ TV პირველის ეთერში განაცხადა.
ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი პენიტენციურ სისტემაში მისი მკურნალობისა და მოპყრობის საკითხებთან დაკავშირებით.
აღნიშნულს განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი.