უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი წერს, რომ რუსეთის შესაჩერებლად მხოლოდ სანქციები საკმარისი არ არის და საჭიროა ემბარგო რუსულ ენერგორესურსებზე:
“სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საკმარისი არ არის. რუსეთის ეკონომიკის ნგრევისა და უკრაინელების მკვლელობის შეწყვეტისთვის საჭიროა პირდაპირი ემბარგოს დაწესება ყველა რუსულ ენერგორესურსზე ან არაპირდაპირი ემბარგო რუსული პროდუქტისთვის პორტების დახურვის გზით (მთელი ნავთობის 85% ტანკერებშია). ან გვითხარით – “იბრძოლეთ ბოლო უკრაინელამდე”,-წერს პოდოლიაკი twitter-ზე.