“რას ნიშნავს უკრაინა დაისჯებოდა?? ან რატომ უნდა დასჯილიყო??? უკრაინამ ომი დაიწყო თუ შესაძლებლობა ჰქონდა ომის თავიდან აცილების და არ აიცილა???
უკვე გულის ამრევია ამ სამარცხვინო ტრი ტრის ჩვენი ქვეყნის პრემიერი რომ ჰქვია.” – ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ლიდერი და ოზურგეთის საკრებულოს წევრი, დავით მჟავანაძე დღეს, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ უკრაინა ამ ომით დაისაჯა.