უკრაინის პროკურატურის განცხადებით, რომელიც იძიებს რუსეთის შესაძლო სამხედრო დანაშაულებს უკრაინაში, კიევის მახლობლად მდებარე ქალაქებში 410 ცხედარი იპოვეს.
მას შემდეგ, რაც უკრაინამ კიევის მიმდებარე ტერიტორიაზე კონტროლი აღადგინა, უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის თქმით, 140 ცხედარი იპოვეს. უკრაინელი პროკურორების მტკიცებით, მოკლულთა რიცხვი უფრო დიდია.
უკრაინის პროკურატურის თქმით, ისინი შეინახევენ რუსული აგრესიის თითოეულ მტკიცებულებას და გააგრძელებენ უკრაინელი სამხედროების უფლებების დაცვას.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ “უკრაინული აგრესიის” მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.