სააკაშვილი: ვიცი, როგორ გავზარდო ბიუჯეტი, როგორ მოვთოკოთ ინფლაცია – მე აქ კი არ უნდა ვიჯდე

“ჩვენ დროს ბიუჯეტი გაიზარდა 12-ჯერ. მე აქ კი არ უნდა ვიჯდე. მე ვიცი, როგორ უნდა გავზარდო ბიუჯეტი. მე ვიცი, როგორ უნდა მოვთოკოთ ინფლაცია, როგორ შევაჩეროთ ფასების ზრდა. მე ვიცი, როგორ უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები. მე ვიცი, როგორ უნდა გავზარდოთ შემოსავლები. ჩემი სტიქიაა ახალი ქალაქების აშენება, ახალი რაღაცების შექმნა. 16 მილიარდით გავზარდე ჩემ დროს ბიუჯეტი, მერე საერთოდ აღარ გაზრდილა. ხარჯები გაიზარდა და მე მასამართლებენ იმ ხარჯებზე, რომელიც იყო იმ 16 მილიარდით გაზრდილი ბიუჯეტის, ესე იგი, 11-ჯერ გაზრდილი პენსიების ნაწილი, განათლებაში ჩადებული უამრავი ფულის ნაწილი, ახალი გზების შექმნის, ახალი ტრასის. ეს ყველაფერი იყო იმის შედეგი, რომ აღარ ვიპარავდით და დღეს მე მასამართლებენ იმისათვის, რომ ეს ყველაფერი გავაკეთე. აღმშენებლობის დრო სულ მალე დაბრუნდება”.

თქვა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share