რუსეთიდან ნიკა გვარამიას მოსაკლავად ჩამოსული ქილერების ჯგუფი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა არ დააკავა და რუსეთის საზღვრამდე გააცილა. სკანდალური სტატია გამოცემა cnews-მა გაავრცელა.
ჟურნალისტებმა იმ ადამიანების პასპორტის ასლები მოიპოვეს, ვინც საქართველოს ტერიტორიეაზე რუსულმა სპეცსამსახურებმა ნიკა გვარამიას ლიკვიდაციის მიზნით გამოაგზავნეს. მკვლელობის მთავარ დამკვეთად რამზან კადიროვი სახელდება თავად შემსრულებლები კი არტურ გატაევი, სლავა გაგიევი და არტურ გულიევი არიან. სამივე მათგანი რუსეთის მოქალაქეა.
გამაოგნებელი ამბის კვალი სუსის კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელამდე, ალექსანდრე მაისურაძემდე მიდის. არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სასმახურს რუსულ “ფსბ”-თან პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა, რის შემდეგაც ალექსანდრე მასიურაძემ საქართველოდან ქილერების მშვიდობიანად გაცილების გადაწყვეტილება მიიღო.
ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის საქმეში საქართველო ერთი მოქალაქე, გოჩა კულუმბეგოვი ფიგურირებს. სწორედ ის იყო პირველი წყარო, რომელმაც გვარამიას მისი ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ჟურნალისტი ელისო კილაძის თქმით, კულუმბეგოვი ვლადიკავკაზში მოკლეს.
დამიკავშირდა სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომელი. გამოძების დაწყებვისთანავე მან ნიკა გარამიას მესამე პირის მეშვეობით გადასცა ინფორმაცია მის მიერ შეკვეთილი მკვლელობის დეტალებზე. ამ ინფორმაციის გამჟღავნების შემდეგ სუსმა გამოაცხადა პირდაპირი მნიშვნელობით ნადირობა მასზე და ის იძლებული გახდა, რომ ქვეყანა დაეტოვებინა. სუსმა ქილერების დაკავების ნაცვლად სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ყაზბეგში გადააცილა და საშუალება მისცა მათ ქვეყანა დაეტოვებინათ. გადასცა რუსულ მხარეს და ეს “ოპერაცია” კონტრტეორისტული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე მაისურაძემ სუსის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის დავალებით ჩაატარა. წყარო მეუბნება, რომ კონტრტეორისტული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე მაისურაძე უბრალოდ “ფბს”-ს რეზიდენტია საქართველოში და ის ამ ოპერაციის დროს მარტო არ ყოფილა. მას ჰყავდა კურატორი, რომელიც აკონტროლებდა საქართველოდან რუსი ეროვნების ქილერების გაყვანის პროცედურას, – ამბობს კილაძე.
აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოებიოს სამსახურს განმარტებები ამ დრომდე არ გაუეკთებია.