ლარსის საბაჟოზე სამხედრო დანიშნულების სხვადასხვა ტიპის მანქანა გადაადგილდება

ტელეკომპანია ფორმულას მიაწოდეს ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ათეულობით სამხედრო დანიშნულების სხვადასხვა ტიპის მანქანა გადაადგილდება.

კოლონას, სატრანსპორტო სფეროს ექსპერტების განმარტებით, არც ერთი ქვეყნის სატრანზიტო ნომერი არ აქვს, ტექნიკამ საბაჟო კონტროლი უკვე გაიარა.

უცნობია, რა დანიშნულებისაა მანქანები და რა მიმართულებით მიდის კოლონა ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ.

formula

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share